თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2296,
კომენტარები: 11
"მე მყავს საუკეთესო მეკარე და საუკეთესო სათადარიგო მეკარე"
მოურინიო რომეროსთან განშორებას არ აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ არცერთი მეკარის გაშვებას არ აპირებს.

გუნდის პირველი მეკარე დავიდ დე ხეა მორიგ დიდებულ სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე" და მადრიდის "რეალის" ინტერესი ოდნავ შერბილდა მისდამი.

სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო კი მიმდინარე კვირაში არგენტინულ კლუბ "ბოკა ხუნიორსს" დაუკავშირეს.

თუმცა, მოურინიო არცერთი მათგანის გაყიდვას არ აპირებს: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე მათგანის დარჩენა მსურს, რადგან ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

დავიდზე უკეთესი მეკარე ვერც მეყოლებოდა, ვერც სერხიოზე უკეთესი სათადარიგო მეკარე. რომეროზე უკეთესი პროფესიონალი ვერ მეყოლება. ორივე მათგანი უნდა დარჩეს."


"მე მყავს საუკეთესო მეკარე და საუკეთესო სათადარიგო მეკარე"



"ასე რომ, თუ რამე მართლა არსებობს "ბოკასთან" დაკავშირებული სიმართლე, მაშინვე აღვკვეთავ, რადგან სერხიოს შენარჩუნება მსურს".


წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Aba raa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top