თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2090,
კომენტარები: 13
მოურინიო იანგის შესაძლო ტრანსფერზე
ჟოზე მოურინიო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მოურინიო იანგის შესაძლო ტრანსფერზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს არ სჯერა, რომ ეშლი იანგი ჩინეთის სუპერ ლიგაში გადასვლის სურვილს გამოთქვამს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შანდონგ ლიუნენგი" 31 წლის ფეხბურთელს, რომლის ბოლო მატჩი პრემიერ ლიგაში "სუონსის" წინააღმდეგ 6 ნოემბერს შედგა, 16 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას უმზადებს ყოვეწლიურად, სამი წლის განმავლობაში.

მაგრამ მოურინიომ ამის შესახებ მხოლოდ მედიასაშუალებებით გაიგო და თავად ფეხბურთელს მისთვის არაფერი უთქვამს, რის საფუძველზეც ამტკიცებს, ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.

"არაფერი ვიცი, რადგან პირველად ამის შესახებ მხოლოდ პრესის საშუალებით გავიგე. ასე რომ, ამას მანამდე არ შევაფასებ, სანამ ეშლი იანგი არ მოვა ჩემთან და მეტყვის - რაც არ გაუკეთებია.

მორგანის ან მემფისის წასვლაზეც კი არ ვფიქრობდი, მაგრამ ნება იმიტომ მივეცით, რომ შესაბამისი წინადადება მივიღეთ. "ევერტონმა" და "ლიონმა" ფეხბურთელებისთვის ბოლომდე იბრძოლეს, ამ ფეხბურთელებმა კი, რომლებიც აქ ბოლომდე ბედნიერები არ არიან, ეს დაიმსახურეს. ჰუმანურობა არ იქნებოდა მათი შეჩერება.

მხოლოდ ცუდი ან საერთოდ მიუღებელი შეთავაზებით შეიძლება მათი შეჩერება, მაგრამ, როცა შემოთავაზება შესაბამისია, ამას ვიღებთ. სხვა რომელიმე ფეხბურთელიც თუ არ არის ბედნეირი, არც მას შევაჩერებ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
21 იანვარი 2017 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: RojoDiablo
იანგს დღეს ისევე არ აქვს ფუნქცია გუნდში, როგორც დეპაის არ ჰქონდა და რატომ უნდა შეჩერდეს. მე პირადად ეშლის გაშვება-დატოვების საკითხი სულ არ მაღელვებს, უფრო ფოსუ-მენსას მდგომარეობაზე ვდარდობ, მალე მაგას არ წამოუაროს წასვლის სურვილმა

ეს მაუს პოლიტიკაა მეგობარო,გინდაა? გადაიხადე არავის არ გავაჩუქებო...თორემ ჩვენზე კარგად მაუმ იცის რა უფუნქციო და რა სეუფერებელია ჩვენთვის...
0
№12
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იანგი გაუყენე ჩინეთის გზას მოუ თან გადაიხდიან
0
№13
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Iangi agarc maxsovs tu iyo gundshi:-D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top