თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1995,
კომენტარები: 13
იანგს ჩინეთში იწვევენ
ჩინური კლუბების სამიზნე ეშლი იანგიც გახდა.
იანგს ჩინეთში იწვევენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერით, ეშლი იანგით "შენდონგ ლიუნენგი" ინტერესდება, რომელიც 31 წლის ფეხბურთელს 16 მლნ. ფუნტს გადაუხდის ხელფასის სახით.

ინგლისელი მზად არის, პრემიერ ლიგა დატოვოს და ჩინეთში ფულის გამომუშავებისთვის გადავიდეს.

იანგის შეძენის მსურველთა შორის "ვესტ ბრომიც" მოიაზრება, რომელიც ეშლის რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ჰპირდება.

მაგრამ MirrorSport-ი ირწმუნება, რომ ჩინური კლუბი იანგს გაცილებით მომგებიან ხელფასს სთავაზობს და შეთანხმება შედგება, თუკი "იუნაიტედი" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მლნ. ფუნტს მიიღებს.

იანგი "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედი კონტრაქტის თანახმად 2018 წლამდე დარჩება და კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, სურვილის შემთხვევაში კი "იუნაიტედს" მასთან შეთანხმების ვადის ერთი წლით გახანგრძლივების უფლებაც აქვს.

ჟოზე მოურინიო ეშლის იშვიათად აძლევს თამაშის საშუალებას, მან მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და ძირითადად მარჯვენა მცველად გვევლინებოდა.

ამით უკმაყოფილო ფეხბურთელი შორეულ აღმოსავლეთში გადასვლის სურვილს გამოთქვამს, სადაც გრაციანო პელესთან ერთად თამაშის საშუალება ფელიქს მაგატის ხელმძღანელობით მიეცემა.

ჩინური სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება, ახალი სეზონი კი 4 მარტს დაიწყება.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 14:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: temo-scholes
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
ეს აქამდე გუნდში როგორაა მიკვირს :/ 2014 წელს მახსოვს თავი გაიგიჯა წინასასეზონო ტურნეზე რეალებს დუბლები უტანა და კიდე ვიღაცას და ვან გაალმა იფიქრა ეს ყოფილა აი ვინც ყოფილაო :))) მერე დაიწყო პრემიერლიგა და ისევ ის ინვალიდი გახდა რაციყო ტიპმა თავი გადაირჩინა :D 16 მილიონი კიარა ამაში რეალურად 10 მილიონიც ბევრია გაუშვან ცოდოა ვერც თამაშობს და ტყვილა ხეხავს სკამს არანაირი შანსი არააქ არც მცველად თამაშის მხრივ და ნახევარდაცვის ფლანგზე ხო საერთოდ

რა დროს ლუი არაა, თორემ ხომ ათამაშებდა ცენტრფორვარდად

ზურგს უკან ჩარბენებით....:)))

აუუ :DDD ზურგს უკან ჩარბენები რა გააცოცხლე: DDDDDD ეგროთქვა არვიცოდი მეტირა სიმწრისგან თუ მეცინა :))))) მანდ შეეტყო რო დაბერდა ფეხბურთისთვის ლუი
0
№12
ავტორი: PaLoMo
21 იანვარი 2017 20:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მსჰვენიერი ფასია D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Wava aba ras izavs

Wava aba ras izavs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top