თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2013, 16:16
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2284,
კომენტარები: 13
კერიკი:"ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ"
მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ მისი კლუბი იმსახურებდა საუკეთესო შედეგს "უაით ჰართ ლეინზე"...
კერიკი:
მაიკლ კერიკმა, რომელმაც თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა, განაცხადა რომ არბიტრებმა კარგად ვერ დაინახეს უეინ რუნის "ტოტენჰემის" საჯარიმოში წაქცევა: "ეს ნამდვილი პენალტი იყო. ჩვენ ძალიან იმედ გაცრუებულები ვართ, რომ არბიტრებმა ამ მომენტის დანახვა ვერ შეძლეს. ჩვენ შგვეძლო ამ პენალტის შემდეგ ყველაფრის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ არბიტრის გადაწყვეტილებამ, იმოქმედა საბოლოო შედეგზე." – განაცხადა ინგლისელმა ნახევარმცველმა manutd.com–თან.

"ტოტენჰემი" ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ჩვე ვმუშაობდით, როგორც ერთი გუნდი. მოთამაშეები ბურთისკენ მირბოდნენ, რომ დარტყმები დაებლოკათ. ჩვენ გეგმის მიხედვით ვმუშაობდით და კარგადაც შევასრულეთ. გუნდი ძლიერად გამოიყურებოდა, დაცვასთან ერთად. თამაშში არ გვქონია ბევრი მომენტი, მაგრამ მაინც სახიფათოდ გამოვიყურებოდით. ბოლომდე მჯეროდა, რომ გოლის გატანას შევძლებდით. კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მატჩის ბოლოს უბრალოდ არ გაგვიმართლა. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მომენტებისგან."

ცოტა ხნის წინ, კი გახდა ცნობილი, რომ "იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" მატჩის შემდგომ დასასვენებლად ყატარში გაემგზავრებოდა. კერიკი თვლის, რომ ამ დასვენებით გუნდი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს, მიმდინარე სეზონში: "ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, კარგია. ჩვენთვის აუცილებელია, ცოტა დასვენება. რაღა დაგვრჩენია, მოვიმარაგოთ მზისგან დამცავი კრემები. ეს პერიოდი ძალიან დაძაბულია ხოლმე და დასვენება დაგვეხმარება ამის გადალახვაში."

ახლა კი შემოგთავაზებთ, იმ სურათებს, რომლებიც ფეხბურთელებმა გადაიღეს, ყატარისკენ მიმავალ გზაზე...

კერიკი:"ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ"

კერიკი:"ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ"

კერიკი:"ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ"

კერიკი:"ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ"



წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Mgelo
21 იანვარი 2013 21:12
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
რა ხალხი wink
0
№12
ავტორი: buka oboladze
21 იანვარი 2013 21:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ანდე ყველა სურათში როა რა ძმაა lol
0
№13
ავტორი: Red Seam
28 იანვარი 2013 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ტომას ვილიამ ქლევერი მგარია და რობინ ვან პერსი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top