თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2439,
კომენტარები: 12
ლუკ შოუ თამაშის შანსს მიიღებს
მომდევნო სამი მატჩიდან ერთ-ერთი "იუნაიტედის" მარცხენა მცველი თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.
ლუკ შოუ თამაშის შანსს მიიღებს
ლუკ შოუს, როგორც იქნა, მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, რათა დაამტკიცოს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა შეუძლია.

ინგლისელი მცველი შესაძლოა, მიმდინარე კვირის უქმეებზე "სტოკის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში ვიხილოთ, თუმცა, ასე თუ არ მოხდა, მოურინიო მას აუცილებლად ათამაშებს ლიგის თასზე "ჰალ სიტისთან" საპასუხო მატჩში, ან ინგლისის თასზე "უიგანთან" მატჩში, რომლებიც 26 და 29 იანვარს გაიმართება, შესაბამისად.

შოუ მას შემდეგ არ შესულა სამატჩო განაცხადში, რაც 30 ნოემბერს "ვესტ ჰემთან" ლიგის თასზე გამართული მატჩის შესვენებაზე ტრავმის გამო შეცვალეს. ლუკმა დიდი ხნის წინ მოახერხა ტრავმის მოშუშება, მაგრამ განაცხადში მაინც ვერ ხვდება.

2014 წლის ივნისში "საუთჰემპტონიდან" შეძენილი ფეხბურთელი მარკოს როხოს, მატეო დარმიანსა და დეილი ბლინდს ვერ უწევს კონკურენციას, მაგრამ მოურინიოს იგი ჯერ არ ჩამოუწერია და თავის გამოჩენის შანსს მისცემს, რათა დარწმუნდეს, შოუს შეუძლია თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებით ასპარეზობა.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
19 იანვარი 2017 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგიააა
0
№12
ავტორი: Manstark_United
19 იანვარი 2017 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
darmians cali fexitac jobs. jozes sheudzlia fexburtelebze mushaoba da me echvi maqvs rom mxitarianis ganmeordeba shoustan
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top