თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2632,
კომენტარები: 13
ბიუტნერი: "მე ის შევძელი, რაც ჯერარდმა ვერ მოახერხა"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი თავის მანჩესტერულ კარიერას წარუმატებლობად არ თვლის.
ბიუტნერი:
ალექსანდერ ბიუტნერი არ აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი კარიერა წარუმატებლობად შეიძლება შეფასდეს და "ვიტესში" დაბრუნებულმა თავისი მიღწევა გაიხსენა.

მარცხენა მცველი არნემში მიმდინარე კვირაში დაბრუნდა და გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მას 2019 წლამდე დააკავშირებს ერედივიზის გუნდთან. ეს მისი მეორე მისვლაა კლუბში, სადაც პირველ ჯერზე 4 წელი გაატარა, სანამ 2012 წელს პრემიერ ლიგაში გადავიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო მატჩში ბიუტნერმა გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც, 27 წლის ფეხბურთელმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ყველა ტურნირზე მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა, რომელთა შორის მხოლოდ 9 მოდის პრემიერ ლიგაზე.

მაგრამ ალექსანდერი არ აღიარებს, რომ მას "ოლდ ტრაფორდზე" წარუმატებელი კარიერა ჰქონდა, რის დასტურადაც პრემიერ ლიგის მედალი მოიშველია.

"იუნაიტედის" მაისურით მოედანზე 30-ჯერ გავედი. ვის შეუძლია თქვას, რომ ინგლისის ჩემპიონი იყო? მე შემიძლია. სტივენ ჯერარდს კი ეს არ გაუკეთებია.

გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნისა" და არიენ რობენის წინააღმდეგ ვითამაშე",
- განაცხადა მარცხენა მცველმა.

ბიუტნერმა ინგლისის დატოვების შემდეგ "დინამო მოსკოვს" მიაშურა, მაგრამ ვერც იქ იქცა ფავორიტად. შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარის "ანდერლეხტში" გატარების შემდეგ ბიუტნერი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც რუსეთის მეორე დივიზიონში 4 მატჩი ჩაატარა.

მან "ვიტესში" 28 ნომერი აირჩია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ციფრია.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი დებიუტი 28 ნომრით შედგა, გოლიც გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე. არ მინდა ამ ნომრის დაკარგვა. ამოვისვირინგე კიდეც.

მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნებას, ჯგუფთან ერთად ვარჯიშს. მინდა, კვლავ დავბრუნდე თვალთახედვის არეში. თავს ძლიერად ვგრძნობ, როცა მოედანზე ვარ. ამას გიჩვენებთ."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: DRJBECKHAM
18 იანვარი 2017 09:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: ლიონის ოლიმპიკი
დეპაი ლიონში გადმოდის ასე რომ მაგრად გამიძლიერებს ლიონს თქვენ კი ეგეთ ფეხბურთელებს ასე არ უნდა უშვებდეთ

დეპაის დრო გვაქვს როგორ ფიქრობ))))
0
№12
ავტორი: nemanja vidic
18 იანვარი 2017 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ვანგაალი იძახის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მანჩესტერთან ერთად ასოციაციის თასის მოგება იყოვო :))
0
№13
ავტორი: giorgi_mg
18 იანვარი 2017 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შენ ცოტახანში არავის ემახსოვრები კიარა აღარც მახსოვდი და ჟერარდი საფეხბურთო ისტორიაში დარჩება როგორც ლივერპულის ლეგენდა და აი შენ ჩამოკიდე ეგ მედალი და უყურე მარტომ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top