თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 17:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 15
ოფიციალურად: "იუნაიტედმა" ვალენსიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ანტონიო ვალენსიას მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.
ოფიციალურად:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ ანტონიო ვალენსიას მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა და ეკვადორელი "იუნაიტედში" 2018 წლის ივნისამდე დარჩება.

ვალენსიას 271 მატჩი აქვს ჩატარებული "წითლების" რიგებში და 21 გოლი გაიტანა. 2009 წელს "უიგან ატლეტიკიდან" გადასვლის შემდეგ მან ექვსჯერ მოიგო ტიტული. 2011/12 წლების სეზონში კი მან სამმაგი ჯილდო მოიგო, როცა გულშემატკივართა და ფეხბურთელთა ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ასევე სეზონის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.

31 წლის ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მან ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. თავისი ფორმის აღიარების ნიშნად, ნოემბერში იგი გულშემატკივარმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ვალენსია ამჟამად თავის მერვე სეზონს ატარებს "წითლების" რიგებში და მისი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
17 იანვარი 2017 22:50
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ერთი წელი ცოტაა, მინიმუმ სამი წლით უნდა გაეხანგრძლივებინათ
0
№12
ავტორი: Phil Jones
17 იანვარი 2017 23:05
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ცოტა მეტი ფანტაზია და ცოტა მეტი ბურთის კონტროლიო წერია ზემოთ და გავიფიქრე ეგენი რომ ჰქონდეს მესი იქნებოდათქო ამ ფიზიკური მომზადებით და სისწრაფით და ნამდვილად მარჯვენა მცველად არ დააყენებდნენ )) ასე რომ რაც აქვს მაგითაა მაგარი ეს კაცი, ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო გადმოსვლის მეორე წელიდანვე...
0
№13
ავტორი: stepno
17 იანვარი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Genacvalee valeee
0
№14
ავტორი: mufc1878
18 იანვარი 2017 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მერამდენეჯერ იწერება ეს სიახლე.
0
№15
ავტორი: ROONEY-RUNI
18 იანვარი 2017 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მე ეს ფერგიმ რო მოუყვანა იმ თავიდან მევასებოდა და ეხლაც ამ აზრზე ვარ კარგი მოთამაშეა სწრაფია ერთი ისაა ცოტა ფანტაზიაც რო ქონდეს უკეთესი იქნებოდა მაგრამ ეხაც კარგათ თამაშობს .


0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top