თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 16:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2998,
კომენტარები: 11
როგორ აღნიშნა ფერდინანდმა იბრაჰიმოვიჩის გოლი
რიო ფერდინანდის ემოცია "ლივერპულთან" ანგარიშის გათანაბრებისას.
როგორ აღნიშნა ფერდინანდმა იბრაჰიმოვიჩის გოლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი საოცარი ემოციით აღნიშნა.

2015 წელს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ფერდინანდი საფეხბურთო ექსპერტი გახდა ტელევიზიაში და, რა თქმა უნდა, შესანიშნავად აცნობიერებს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის დაპირისპირების მნიშვნელობას. 2002 წელს "ლიდსიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ფერდინანდი მალევე გაეცნო ისტორიული მატჩის ემოციებს.

"ლივერპულთან" ჩემს პირველ მატჩამდე სერ ალექს ფერგიუსონმა კუთხეში გამიყვანა. მითხრა: "მისმინე, სხვა მსგავს მატჩში ვერასდროს ითამაშებ. მთელი ქალაქი ამითაა შეპყრობილი. "ლივერპულის" დამარცხება ყველაფერს ნიშნავს, ამიტომ ჯობია დარწმუნდე, რომ მზად ხარ და ზუსტად გესმის მისი მნიშვნელობა". კარგი მოტივაცია იყო, მაგრამ არაფერი, ვერც ერთი სიტყვა ვერ შეძლებს შენს ნამდვილად მომზადებას", - იხსენებს ფერდინანდი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლივერპულთან" ანგარიშის გათანაბრება 84-ე წუთზე მოახერხა, როცა ანტონიო ვალენსიას ჩაწოდებით ისარგებლა. მანამდე "იუნაიტედს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა, რამაც გულშემატკივართა ემოციები კიდევ უფრო დაძაბა.

ფერდინანდის გოლამდე იყო ძელი, რომელსაც ბურთი მარუან ფელაინიმ გაარტყა, რაზე გამოხატული ფერდინანდის რეაქციაც ასევე ჩანს ვიდეოში:

ვიდეოები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROONEY-RUNI
21 იანვარი 2017 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აი ზუსტად ესეთი მცველები გვჭირდება ეხლა ჩვენ რიოსა და ვიდიჩის მსგავსი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top