თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2747,
კომენტარები: 13
პოგბამ "ლივერპულთან" ჩაგდებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა
პოლ პოგბა თავის ცუდ თამაშს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
პოგბამ
"ლივერპულთან" მატჩში ცუდად თამაშის შემდეგ პოლ პოგბა აღნიშნავს, რომ ბრძოლისთვის მზად არის.

ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში საკუთარი გუნდის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლაში მეორე სართულის მოსაგებად ახტა, მაგრამ თავის ნაცვლად ბურთს ხელით შეეხო.

დანიშნული პენალტი ჯეიმს მილნერმა გოლად გარდასახა და "წითლები" ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდნენ, სანამ მატჩის მიწურულს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არ გაიტანა.

მთელი ყურადღება კი პოგბაზე იყო გადატანილი, რასაც არა მარტო მისმა ცუდმა მოქმედებებმა და სატრანსფერო ღირებულებამ, არამედ ახალმა ვარცხნილობამ და "თვითერზე" ახლახანს მისი სახელობის "ჰეშთეგ ემოჯის" გამოჩენამ შეუწყო ხელი.

პოგბამ "ლივერპულთან" ჩაგდებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა


სხვა სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" დახმარებით კი პოლმა მატჩთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩისთვის უნდა მოემზადონ.

"ნეხვობა ხდება. სწორედ ამ დროს უნდა ვიყოთ ძლიერები. აქ ვარ, ბრძოლისთვის და მომდევნოსთვის მზად ვარ!

მინდა, ყველა გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მხარს მიჭერდა. როგორც მინიმუმ, არ წავაგეთ. არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა,"
- დაპოსტა ფრანგმა.

წყარო: goal.com
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2017 16:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Araushavs da xdeba ki bazari araa mara imijzr meti ro tamashze moaxdinos koncentrireba uketesi iqneba.
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
17 იანვარი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი პოლ ყველაფერი წინ არი ეხა სტოკი დაწრიხლე და გაგვახარე ყველა სამი ქულა გვინდა
0
№13
ავტორი: stepno
17 იანვარი 2017 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Kaii meree ramoxdaa vis ar chaugdiaaatamashiii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top