თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 23:54
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 11
პოგბა:”ბარსელონაში” ან ”რეალში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ ”იუნაიტედი” ვარჩიე”
ფრანგის განცხადებით ”იუვენტუსი” ”წითლების” გამო დატოვა.
პოგბა:”ბარსელონაში” ან ”რეალში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ ”იუნაიტედი” ვარჩიე”
გასულ ზაფხულს 23 წლის ფეხბურთელი ”მანჩესტერ იუნაიტედში” ”იუვენტუსიდან” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერად დაფიქსირდა.

”ეს დიდი გამოწვევა იყო. მქონდა შემოთავაზებები ”ბარსელონადან” და ”რეალიდანაც”, მაგრამ გულმა მაინც სახლისკენ გამიწია და დავბრუნდი კიდევაც ინგლისურ გრანდში”.

”მინდა ჩემ მანჩესტერულ კარიერას ტიტული შევმატო და მსურს მოვიგო რაც შეიძლება მეტი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ამ კლუბში სიტუაცია რთული იყო. მინდა მანჩესტერს დაუბრუნდეს ძველი დიდება, მინდა ჩემთან ერთად კვლავ გახდეს დიდი კლუბი”
- თქვა SFR Sport-ის ინტერვიუში.

”მე არ ვფიქრობ, რომ შესაბამისი თანხა გადაიხადეს ”იუნაიტედის” ბოსებმა ჩემში, მაგრამ ამ ყველაფერს ვივიწყებ და არც მაინტერესებს. ახლა მე წითელ ფორმას ვატარებ და ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”.

ამ სეზონში მან 4 გოლის გატანა შეძლო.

წყარო: Football.ua
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
17 იანვარი 2017 14:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თავის გამოჩენა უნდა და ლიდერობა, არა უშავს, მთავარია მონდომებულია, დანარჩენი გამოცდილებასთან ერთად მოვა, ყველა ჩაგდებული მატჩი გაკვეთილი იქნება როგორ არ უნდა მოიქცეს.

ახალგაზრდული შეცდომები და ნერვიულობა ემჩნევა, ეს გავა და საუკეთესო ნახევარმცველი გახდება ცოტა ხანში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top