თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2345,
კომენტარები: 12
ჯონსმა თავისი ფორმის საიდუმლო გაამხილა
ინგლისელ მცველს რიო ფერდინანდის მეთოდებმა გაუმართლა.
ჯონსმა თავისი ფორმის საიდუმლო გაამხილა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ფილ ჯონსმა გაამხილა საიდუმლო, თუ როგორ შეძლო ასე დიდხანს ფორმის შენარჩუნება და ტრავმებისთვის თავის დაღწევა.

24 წლის ჯონსი ერთ-ერთი სიურპრიზია მიმდინარე სეზონში, რომლის პირველი მატჩიც მან მხოლოდ ნოემბერში ჩაატარა. მას შემდეგ ფილმა ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

ჯონსის თქმით, მისი წარმატება "წითელი ეშმაკების" ყოფილ მცველს, რიო ფერდინანდს უკავშირდება და ფილი მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერასაც გრძნობს.

"რიო ფერდინანდისგან ვისწავლე რაღაც და ვუყურე, რას აკეთებდა. ახლა მეც ვარ დაკავებული იოგათი და პილატესისთვის ტრენაჟორი ვიყიდე. შესაძლოა, ადრე ისეთ რამეებს ვაკეთებდი, რაც ჩემი აზრით, კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამან არ გაამართლა.

მოურინიოსთან ჩემი პირველი საუბარი მახსოვს, მითხრა: "ჯანდაბა, ჯანმრთელი ხარ!" და მაშინვე დავიზიანე მუხლი, დავეცი რა, მოუხერხებლად.

ჟოზე მხარს მიჭერს და ჩემში თავდაჯერებულობას ნერგავს",
- განაცხადა "იუნაიედის" მცველმა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
15 იანვარი 2017 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მევასება რაა
0
№12
ავტორი: shotkin
15 იანვარი 2017 22:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგარი ცენზურა იყო ჯონისც დღეს და როხოც კიდევ ერთხელ დამტკიცდა რო დიდ გუნდებთან დაცვა ვერ ქაჩავს და ბაილს მომავალი სეზონისთვის ვინმე შეუწყვილონ არც როხოა სასტავის კაცი არც ჯონსი თურმე და არც სმოლინგია სტოკებთანდა ჰალებთან კარგები არაიან ჩელსისთან და ლივეპულებთან ქათმები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top