თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2015,
კომენტარები: 11
"სევილიას" რეშფორდის იჯარით გადაბირება სურს
ლა ლიგი-ს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ანდალუზიელები "იუნაიტედის" თავდამსხმელით გაძლიერებას აპირებენ.
მარკუს რეშფორდი "სევილიას" სამიზნეა და ესპანელები მის იჯარით გადაბირებას ეცდებიან.

ესპანური კლუბი 19 წლის ინგლისელ თავდამსხმელს უფრო მეტ სათამაშო დროს ჰპირდება, ვიდრე მარკუსს "იუნაიტედში" აქვს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მისი გაშვება არ სურს.

თუმცა, "სევილია" მაინც აქტიურად ეცდება რეშფორდის თავის რიგებში გადაყვანას. ანდალუზიელების საფეხბურთო დირექტორი მონკი "იუნაიტედის" ამომავალ ვარსკვლავს მას შემდეგ აკვირდება, რაც დიდ ფეხბურთში მუშაობა დაიწყო.

"განსაკუთრებული" მარკუსს მაღალ შეფასებას აძლევს და ფიქრობს, რომ მომავალში მას "იუნაიტედისთვის" კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია, რაც უეინ რუნის რეკორდის მოხსნასაც კი გულისხმობს, ამიტომ მას "ოლდ ტრაფორდის" დატოვების საშუალებას არ მისცემს.

წყარო: thesun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
15 იანვარი 2017 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა გაატრაკეს საქმეე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top