თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 11
იბრა: "მხითარიანს დარტყმა მე ვასწავლე"
ზლატანის თქმით, მხითარიანს "სკორპიონ" დარტყმა თვითონ ასწავლა.
იბრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მან ასწავლა ჰენრიხ მხითარიანს, თუ როგორ შეესრულებინა "სკორპიონ-დარტყმა", რაც სომეხმა "სანდერლენდთან" მატჩში მოახერხა კიდეც.

იბრაჰიმოვიჩს დეკემბერში ნაჩვენებმა შედეგებმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოუტანა, ბოქსინგ დეიზე გატანილი გოლით კი მხითარიანი თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

"საოცარი გოლი იყო. ვგულისხმობ, ეს არის გოლი, რომელსაც ვერ აღწერ და რომელზეც ვერ იოცნებებ. ოცნება შეიძლება, მაგრამ ახდენა რთულია.

მის გამო მიხარია, რადგან ამ გოლს ხალხის სამუდამოდ დაიმახსოვრებს. მიხარია, რადგან მასში მეც მივიღე მონაწილეობა. ასე რომ, ბედნიერი ვარ მის გამო და გულშემატკივრების გამო, რადგან შეკრებილმა ფანებმა ასეთი გოლი ნახეს, რაც საოცარია - მატჩის მშვენებაა".


როცა შვეს ჰკითხეს, მხითარიანს აჩვენა თუ არა, როგორ უნდა გაიტანო ასეთი გოლი, 35 წლის ფეხბურთელმა უპასუხა:

"დიახ, რამდენიმე კვირით ადრე ვვარჯიშობდით და დაწვრილებით აღვუწერე მოძრაობა, რომელიც უნდა გაკეთდეს, როცა იდეალურ პასს გაწვდიან. მანაც შეასრულა".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: boikaaa
29 იანვარი 2017 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ისარგებლეთ ჩვენი საიტით ონლაინ სესხები <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top