თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2422,
კომენტარები: 17
მოურინიო პოგბაში მომავალ კაპიტანს ხედავს
მოურინიო პოგბაში კაპიტნობისთვის საჭირო თვისებებს ხედავს.
მოურინიო პოგბაში მომავალ კაპიტანს ხედავს
ჟოზე მოურინიო პოლ პოგბაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ კაპიტანს ხედავს და აღნიშნავს, რომ მას ყველაფერი აქვს სამკლავურის სატარებლად.

პოგბა "წითლების" რიგებში გატარებულ პირველ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში კარგად მოქმედებს და დეკემბერში კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.

"ლივერპულთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიო ფრანგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი ზეწოლა მასზე აღარ უნდა მოხდეს.

როცა ჰკითხეს, კლუბის რეკორდულ შენაძენს ჰქონდა თუ არა კაპიტნობისთვის საჭირო თვისებები, ჟოზემ უპასუხა: "ვფიქრობ, კი. მას აქვს ქარიზმა, ამბიცია, მენტალიტეტი და კარგი პროფესიონალია, ვფიქრობ, აქვს. ასეთ ახალგაზრდობაში ყველა ინგრედიენტის ქონა ამას შეაძლებინებს.

უსამართლობაა იმის თქმა, რომ მოთამაშე დომინანტი უნდა იყოს. საოცრად კარგად თამაშობს, ეჭვი არ არსებობს, მაგრამ გუნდიც კარგად თამაშობს. ჩემი მოლოდინი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდმა კარგად უნდა ითამაშოს და პოგბამ თავისი დონე რეგულარულად აჩვენოს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Sh-rati
14 იანვარი 2017 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მოხოდა რა
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
14 იანვარი 2017 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რუნი ნუ ჩამოწერეთ 31 წლის არის ჯერ ახალგაზდააა კიდე ერთი 5 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 16:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შეუძლია, რა თქმა უნდა
0
№14
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაპიტნის თვისებები ჩემთვის სხვა რაღაცებია და ეგეთს ვერაფერს ვხედავ პოგბაში. დღევანდელი გუნდიდან კაპიტნობას მარტო ერერას მივცემდი
0
№15
ავტორი: kantona-7
14 იანვარი 2017 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რატომაც არა ვფიქრობ შეძლებს მაგრამ მეუფრო ჯონსის ხასიათი მომწონს კაპიტნად>>>თუმცა მაინც ისეთს ვერავის ვხედავ დღევანდელ მანჩესტერში ვის ხასიეთშიც შემიძლია მომავალი კაპიტანი დავინახო>>>იბრას ნაირი კაცი უნდა გუნდს კაპიტნად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№16
ავტორი: qamari
14 იანვარი 2017 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: dachi_mu
shrekis mere ki batono

ციტატა: Sh-rati
მოხოდა რა

საბედნიეროდ ხანდახან მებადება ის აზრი რომ მანიუს ფანები კი არა პიროვნებების ფანები ჭარბობენ ,რაც შეეხება თემას ეს გუნდს წაადგება საკეთილდღეოდ რაც მალე შეიცვლება სისხლი მით მალე დაიწყება გამოჯანმრთელება და მთავარი წარსულზე რომ მოუ უარს არ ამბობს ეს ყველგან დაამტკიცა და ეს ყველაფერი რუნი უკეთესობისკენ წაადგება
1
№17
ავტორი: Gamkrelidze
15 იანვარი 2017 02:30
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
პოგბაში კაპიტნობის თვისებები საერთოდ არ ჩანს. კაპიტან სულ სხვა თვისებები უნდა ქონდეს. შრეკის მერე კაპიტნის სამკლაურს ერერას მივცემდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top