"ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელებმა ერთმანეთის შესახებ კომენტარი გააკეთეს.
კვირას ერთმანეთს "ჩელსის" ორი მიმდევარი გუნდი დაუპირისპირდება და ისტორიულ მეტოქეობას მწვრთნელთა დაპირისპირებაც მატებს ხიბლს, რის შესახებაც ორივე მათგანი გამოთქვამს მოსაზრებას.
კლოპი: "ჟოზე - ეს უმაღლესი დონეა, ყოველთვის გამარჯვებას ესწრაფვის. ამაში ახალი არაფერია და არ უნდა გვაკვირვებდეს. ორივეს ერთნაირად შეგვიძლია გაბრაზება, მაგრამ მოედანზე გასულებს შედეგის მიღება გვსურს, მხოლოდ შედეგის და მეტი არაფრის".
მოურინიო აღიარებს, რომ რაღაცით ჰგავს კლოპს, მაგრამ საკუთარ თავს უფრო მშვიდ ადამიანად მიიჩნევს.
"ალბათ, გარკვეული მსგავსი მახასიათებლები გვაქვს. მაგრამ ნამდვილად გვაქვს სხვა ნიშნებიც, რაც ერთმანეთისგან განსხვავებულ მწვრთნელებად და ადამიანებად გვაქცევს.
ვფიქრობ, ისიც ისევე მოუთმენლად ელის ამ მატჩს, როგორც მე. ისეთივე მოტივირებულია, როგორც მე. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევეა მშვიდად, როგორც მე. თუმცა, ეს ჩვენს კარიერაში მორიგი დიდი მატჩია.
ყველას თავისი ინდივიდუალურობა და ხელმძღვანელობისა და მუშაობის სტილი აქვს. როგორც ნებისმიერ სხვა მწვრთნელს, მეც გამარჯვება მიყვარს", - განაცხადა მოურინიომ.