თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 11
"ლიონის" მწვრთნელი: "მემფისი ჩემი პრიორიტეტია"
"ლიონის" მწვრთნელმა ჰოლანდიელის თაობაზე შეთავაზება დაადასტურა.
"ლიონი" არ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მემფის დეპაის შეძენაზე უარის თქმას, რადგანაც ფრანგული კლუბის მწვრთნელს ჰოლანდიელი ვინგერი პრიორიტეტულ სამიზნედ ჰყავს დასახული.

"ლიონის" ბოსი ბრუნო ჟენეზიო ადასტურებს, რომ 22 წლის ფეხბურთელი მის სატრანსფერო სამიზნეთა შორისაა.

"იუნაიტედმა" მიიღო "ლიონისგან" წინადადება და მასზე უარის თქმაც მოასწრო, რადგან 13 მლნ. ფუნტის კლუბისთვის სრულიად არ იყო საკმარისი.

თუმცა, ჟენეზიო დანებებას არ აპირებს: "მემფისი ჩემი პრიორიტეტული სამიზნეა. რაც უნდა წაიკითხოთ ან გაიგოთ, მე მემფის დეპაის ფანი ვარ.

სრულყოფილი, ძლევამოსილი ფეხბურთელია. იმ პოზიციაზე და ფლანგზე თამაშობს, რომელსაც გაძლიერება სჭირდება. რაც შეიძლება მალე უნდა გადმოვიბიროთ.

საფასურს მე არ ვწყვეტ. რამდენიმე პარამეტრია სათვალავში მისაღები. ფასი ერთ-ერთი მათგანია. უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ამიტომაც ძალიან გვაინტერესებს ეს მოთამაშე".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
14 იანვარი 2017 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu ikneb ar gayidoon da atamashdes
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top