თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2017, 20:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2867,
კომენტარები: 14
ექსპერტის კომბინირებული გუნდი
"ლივერპულისა" და "იუნაიტედის" კომბინირებული გუნდი ექსპერტისგან.
ექსპერტის კომბინირებული გუნდი
გრემ სუნესმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულისგან" სიმბოლური თერთმეტეული გუნდი შეადგინა.

ეს ორი გუნდი კვირას "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება ერთმანეთს და "მერსეისაიდი-მანჩესტერის" დაპირისპირებას განაგრძობს "ევერტონისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის შემდეგ.

სუნესმა დაცვის ხაზში მხოლოდ "ლივერპულის" მცველები აირჩია, მათ უკან კი დავიდ დე ხეა კარში.

თავის არჩევანზე გრემი აცხადებს: "ვალენსია ერთადერთია, რომელზეც დავფიქრდი და არა მგონია, ჟოზემ ჯერ კიდევ იცოდეს თავისი საუკეთესო ოთხეული".

ნახევარდაცვაში სუნესის არჩევანი მაიკ კერიკზე, ჯორდან ჰენდერსონსა და ადამ ლალანაზე შეჩერდა.

კერიკი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია "იუნაიტედის" მაისურით, პრემიერ ლიგაში მან ცხრა მატჩიდან 7 მოიგო.

როცა კერიკი მიმდინარე სეზონში თამაშობს, ჟოზე მოურინიოს გუნდი ერთ მატჩში საშუალოდ 2.56 ქულას აგროვებს, ხოლო მის გარეშე 1.45 ქულას.

ექსპერტის კომბინირებული გუნდი


რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, სუნესის არჩევანი აქ ხუან მატაზე, ფილიპ კოუტინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ჩერდება.

წყარო: skysports
სხვა
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
14 იანვარი 2017 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu sagool :-(
0
№12
ავტორი: Phil Jones
14 იანვარი 2017 02:02
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რეალურად მანე და კოუტინიოსთან ერთად ერთადერთი მილნერის ჩასმა შეიძლება, ისიც იმიტომ რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე შოუს ტრავმების გამო არასტაბილური მდგომარეობაა და არა იმიტომ რომ მილნერია მაგარი მარცხენა მცველი. აქ კი მანე საერთოდ არაა, კიდევ კაი მინოლე არ ჩასვეს დე ხეას მაგივრად ან სტარიჯი იბრას მაგივრად )))))
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
14 იანვარი 2017 06:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ბიჭებო ეს კაცი ყ ლეა ხოო

ლივერპულს ყველაზე ცუდი დაცვს ყავს 2 3 გოლს უშვებენ თითქმის ყველა თამაშზე
0
№14
ავტორი: bziki
14 იანვარი 2017 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლალანა კოუტინიო მილნერი გასაგებია მარა დალშე სიბრმავეა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top