ჰენრიხ მხითარიანი დეკემბერში გატანილი პრემიერ ლიგის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" "სკორპიონ" დარტყმამ თავის გუნდს "სანდერლენდის" წინააღმდეგ 3-1 გამარჯვება მოუტანა.
დეკემბერში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლის წოდებაზე რვა ნომინანტი იყო წარდგენილი, მაგრამ ხმების დათვლის შედეგად სომეხი ფეხბურთელი გახდა გამარჯვებული.