"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ "ევერტონში" გადასვლა ოფიციალურად გამოაცხადა, გულშემატკივრებს მადლობას უხდის და კლუბს წარმატებას უსურვებს.
მორგან შნეიდერლინი "კანფეტების" ფეხბურთელი 22 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გახდა, რასაც მოგვიანებით ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება.
"გუდისონ პარკზე" გადასვლის შემდეგ კი განაცხადა: "პირველ რიგში მინდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენთან ერთად გატარებული 18 თვის განმავლობაში მიცხადებდით.
ეს განსაკუთრებული იყო. რა თქმა უნდა, ამ კლუბისთვის უფრო მეტის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ პატივსაცემი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
მეორე რიგში კი, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს და თანამშრომლებს".