იბრაჰიმოვიჩს ტიტულების მოგება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფიქრობს, რომ ინგლისური ფეხბურთის დაპყრობა უკვე შეძლო და ამისთვის მას მხოლოდ სამი თვე დასჭირდა.
შვედმა ინგლისის ლიგის თასზე "ჰალ სიტისთან" მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, ინგლისის თასზე კი "რედინგთან" სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა მოურინიო "ლივერპულთან" მის გამოჩენას ელის.
იბრაჰიმოვიჩი, "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში, მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება დიეგო კოშტას, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირს მოცემულ მომენტში, მაგრამ ზლატანს ინდივიდუალური ტიტული სულაც არ სურს, მას გუნდური წარმატების იმედი აქვს. მისი თქმით, მან უკვე მიაღწია პირად მიზნებს, დაამტკიცა რა, თავისი კლასი პრემიერ ლიგაში.
როცა კოშტასთვის დევნის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა:
"არა, არავის ვეჯიბრები. მე მხოლოდ მთავარ ჯილდოს - პრემიერ ლიგის ტიტულს ვუმიზნებ. ეს არის ჩემი მიზანი. ინდივიდუალური რამეები ძირითადი მიზნის ნაწილია, რადგან ეს ინდივიდუალურ ფეხბურთელთა ბონუსივითაა.
თუ კოლექტიურად კარგად მოქმედებენ, ინდივიდუალურადაც კარგად იმოქმედებ. გუნდის დახმარებას ვცდილობ და იმას ვაკეთებ, რაშიც საუკეთესო ვარ - გოლების გატანა, კარგად თამაში და თანაგუნდელებისთვის შანსის შექმნა. სანამ ამის გაკეთება შემიძლია, ჩემს გუნდს დავეხმარები. იგივეა მათ შემთხვევაშიც, ისინიც მეხმარებიან, როცა გუნდისთვის კარგ აკეთებენ. პირადი მიზნები არ მაქვს, რადგან მათ უკვე მივაღწიე, თანაც ინგლისში გატარებულ სამ თვეში. ინგლისის დასაპყრობად მხოლოდ სამი თვე დამჭირდა."თავდამსხმელს მიაჩნია, რომ ტიტულისთვის ბრძოლიდან "იუნაიტედი" არ უნდა ჩამოიწეროს, რადგან სიტუაციის გამოსწორება კვირასვე შეიძლება. გამარჯვების შემთხვევაში "წითლები" იურგენ კლოპის გუნდთან მხოლოდ 2-ქულიან ჩამორჩენას დაიტოვებენ.
"ჩვენ ჩვენი დაცემები, აღზევება და ჩაფლავება გვქონდა, როცა ვიგებდით, ვაგებდით, ვიგებდით და ვაგებდით. ბოლო დროს ვიგებთ და გუნდურად უფრო სტაბილურად გამოვიყურებით. მწვრთნელმა თავისი ბაზა იპოვა, რაც ადვილი არ არის, როცა ახალი მწვრთნელი ხარ გუნდში და შენი ფილოსოფიის დანერგა, შენი სათამაშო სტილის მიტანა გინდა.
თავიდანვე ვამბობდი - ნელ-ნელა უკეთესები გავხდებით და ყველაფერი დალაგდება. ჩვენ უბრალოდ გუნდურად უნდა ჩამოვყალიბებულიყავით. ახლა უკვე შეიძლება გუნდის იდენტურობის შემჩნევა. ერთმანეთს ვპოულობთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მეტის გაკეთება და უკეთ გაკეთება შეგვიძლია. და ასეც იქნება - ამისთვის ბევრს ვშრომობთ.
ბოლო თვე-ნახევარმა სწორი გზა გვიჩვენა, ჩამორჩენა უფრო დიდი იყო, მაგრამ ახლა უკეთესია. ახლა უფრო ახლოს ვართ. ჩვენ სხვა გუნდების ჩაფლავებას, მათ შეცდომას ველოდებით და ჩვენც ჩასაფრებულები ვართ. მათ ბოლომდე გავუწევთ ბრძოლას, რადგან სეზონის მეორე ნაწილი გადამწყვეტია და ეს ყველაფერს გაარკვევს. რაც არ უნდა გინდოდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ნახავთ, რაც გვინდა. მე ვიცი, რაც გვინდა. ჩვენ ამის ჩვენება გვსურს".წყარო:
manutd.com