თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 03:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე
ჟოზე მოურინიოს კომენტარი ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაზე.
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე
ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ჰალ სიტის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასა და Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა.

მეორე გოლი მნიშვნელოვანია

"რთულ მატჩს ველოდი, ოთხი ან ხუთი ბურთით მოგებას არ ვვარაუდობდი. 1-0 ჩემთვის ყოველთვის კარგი შედეგი იქნება, მაგრამ 2-0 უკეთესია. ამით ნახევარფინალი არ დასრულდებულა, "უემბლიზე" ჯერ არ ვართ, მაგრამ მეორე გოლი ძალიან მნიშვნელოვანია".

ჩვენი საუკეთესო ტაიმი არ იყო

"რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში კარგად იყვნენ ორგანიზებულნი დაცვაში, როგორც მოველოდი და ჩვენთვის ადვილი არ იყო. მაგრამ ჩვენც ნელები ვიყავით, მოვლენას ვაფერხებდით ერთი ზედმეტი შეხებით, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვაყოვნებდით და შეჯგუფებისთვის დროს ვაძლევდით. ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი არ იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ფეხბურთელები უკეთ უნდა მოქმედებდნენ, მეც უკეთ უნდა ვმოქმედებდე, გულშემატკივრებიც - ისინიც უკეთ უნდა მოქმედებდნენ. მეორე ტაიმში ყველაფერი გაუმჯობესეთ, ოღონდ ცოტათი."

"ლივერპულთან" მატჩზე კონცენტრირება

"ეს თამაში დასრულდა, ახლა კვირაზე ვფიქრობ. და კვირას მეც უკეთესად უნდა ვიმოქმედო, ფეხბურთელებმაც და სტადიონმაც ასევე. ყველას უყვარს დიდი მატჩი - მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ფანებს... ყველას უყვარს დიდი მატჩი, ასე რომ, კვირას ეს გავაკეთოთ."

დაე, ზედიზედ 10 გამარჯვება მოვიპოვოთ

"დიახ, 9 მოგება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ ლიგაში ექვსია, მოდით 10 გავხადოთ, პრემიერ ლიგაში კი შვიდი. მაგრამ დღევანდელთან შედარებით ყველანი უნდა გავუმჯობესდეთ, ამის მიღწევა თუ გვინდა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Bichebmaa ubralod energia dazogees es iyobda es. Ronmoendomebinat gadatelavdneen bolomde halis:-))) aii livertan vnaxavt siswrafesac daa yvelafers kargs:♥♥
0
№12
ავტორი: Malboro463
11 იანვარი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
2 აფსაიდი დამაკლდა ამათი დ ე და ც

2 აფსაიდი დამაკლდა ამათი დ ე და ც
0
№13
ავტორი: Manstark_United
11 იანვარი 2017 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: გიორგი
იმ ხის მომენტმა გაასწორა ძაან. რაც არ უნდა არ მომწონდეს ტიპი მაინც მიხარია მოურინიოს ესეტი დამოკიდებულება ფეხბურთელებისადმი

რამხელა მუხტია გუნდში იგრძნობა.ვან გაალის და მოიესის დროს რა მუხტზე იყო საუბარი.ფეხზე მდგარი მწვრთნელი და კარში დარტყმა არ გვინახავს. belay
0
№14
ავტორი: kobinio
11 იანვარი 2017 13:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს თამაში გადაწყვეტს ჩვენ ჩემüიონობის შანსებს,ეს თამაში თუ მოიგო ჟოზემ დიდი ალბათობით სრული სვლით წავა გუნდი წინ და კონტესთან ანგარიშსწორების დროც დადგება!!!
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2017 13:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეტს არც ველოდი ამ თამაშისგან იმიტორო ჰალი კარგად იდგა დაცვაში და ბოლომდე იბრძოლეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top