თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 02:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ფელაინის გოლის გატანა დავავალე"
ჟოზე მოურინიომ ფელაინის ემოციურ აღნიშვნაზე ისაუბრა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მარუან ფელაინის თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუხატა, როცა ინგლისის ლიგის თასის მატჩში შეცვლაზე შესვლისას მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა და "ჰალ სიტის" კარში "იუნაიტედის" მეორე გოლი გაიტანა, რითაც "წითლებს" საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.

გოლის გატანის შემდეგ ფელაინი მწვრთნელისკენ გაიქცა და ემოციურად აღნიშნა, რის მიზეზადაც მოურინიოს ნახევარმცველისადმი მისი დამოკიდებულა მიაჩნია.



"ვფიქრობ, უნდა ეჩვენებინა, რომ იცის, როგორ ვუჭერდი მხარს მისთვის რთულ მომენტებში. შეიძლება, იმიტომ მოიქცა ასე, რომ ვუთხარი, მეორე გოლი შენ უნდა გაიტანო-მეთქი. არ ვიცი. მისთვის კარგია, რომ გულშემატკივართა წინაშე გაიტანა და მეორე გოლი მნიშვნელოვანიც იყო", - განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფელაა მაგარი ხაარ
0
№12
ავტორი: Manstark_United
11 იანვარი 2017 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ფელაინი ლივერპულთან არ ვნახო სასტავში.შეტევებს ანელებს,ხისტად თამაშობს,პენლებს იკიდებს. ზოგადად დაბალი დონის მოთამაშეა.ერთადერთი რაც კარგად გამოსდის ისაა,რომ მაღალია და მეორე სართულზე თამაშობს.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2017 12:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა კი გადაუხადა wink
0
№14
ავტორი: dybbuk
11 იანვარი 2017 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კარგია რო გაიტანა მაგრამ საბოლოოდ მაინც გასაყიდია ჩემი აზრით, უბრალოდ მანამდე უნდა მოხდეს ეს სანამ ამოეწურა კონტრაქტი, წელიწადნახევარი დარჩა როგორც მახსოვს
0
№15
ავტორი: ROLANDO
11 იანვარი 2017 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მე არ ვიმსჯელებ ფელაინის სათამაშო კლასზე..

ამ მომენტში ერთი მთავარი რამ დავინახე, რაც მოურინიოს ინტერში ძალიან მომწონდა (ჟოზეს და მატერაცის ურთიერთობა და ა.შ) თქვენ კარგად იცით რა სიმაღლეზე აიყვანა ჟოზემ ინტერი..

მუხტი, აი რა ჭირდებოდა იუნაიტედს ფერგის შემდეგ და დღეს ეს არის გუნდში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top