თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2013, 16:28
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2007,
კომენტარები: 12
სერ ალექსი კმაყოფილია "თავის ტკივილით"
სერ ალექსი როტაციის მიზეზებზე საუბრობს.
სერ ალექსი კმაყოფილია
სერ ალექსი აპირებს გააგრძელოს ხშირი როტაცია და ბევრ ფეხბურთელს მისცეს თამაშის საშუალება.

"წითლები" გამორჩეულნი არიან თავისი გუნდური სულისკვეთებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავთ უამრავი ინდვიდუალური შემსრულებელი, ტოპ კლასის ფეხბურთელი, რომელთაც შეიძლება გარანტირებული ჰქონდეთ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, თუმცა არა "იუნაიტედში". სერ ალექსი ხსნის ამ ხშირი როტაციის მიზეზებს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ადვილია ძირითადი 11 ფეხბურთელის არჩევა, როდესაც ასეთი ძლიერი შემადგენლობა გყავს" - განაცხადა მან. "ტომ კლევერლი ძალიან კარგად თამაშობს. დენი უელბეკმა შესანიშნავად ითამაშა "ლივერპულის" წინააღმდეგ, ასევე შინჯი კაგავა ძალიან კარგ ტაქტიკურ შეტევებს ანხორციელებდა, ისინი ვერ უმკლავდებოდნენ მას."

"ასევე რიო ფერდინანდი წელს ძალიან კარგად თამაშობს. ის ძალიან ბევრს ემზადება თამაშებისთვის და კვირაში ორჯერ ვარჯიშობს იოგას. ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია. ის და ნემანია ვიდიჩი ფანტასტიურები იყვნენ "ლივერპულის" წინააღმდეგ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ფილ ჯონსი, რომელმაც ფანტასტიურად ითამაშა "ვესტ ჰემტან".

"ეს არის თავის ტკივილი, რომელიც ძალიან სასიამოვნოა. როცა შეგიძლია ფეხბურთელს უთხრა შენ ვერ ითამაშებ იმიტომ კი არა, რომ კარგად არ თამაშობ, არამედ იმიტომ, რომ ეხლა სხვას უნდა მიეცეს შანსი. მათ ვინც "ვესტ ჰემთან" ითამაშეს სეზონის ბოლომდე მიეცემათ ბევრი შანსი."


როგორც მოგეხსენებათ ბოლო წლებში ძალიან გაზრდილია თამაშის სიჩქარე, რომელიც აუცილებელს ხდის ხშირ როტაციას, რომელსაც ფერგიუსონი ხშირად მიმართავს.

"თუ გავიხსნებთ ადრინდელ დროს, ბევრი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ "ლიგის თასზე" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვათამაშებდი," იხსენებს ფერგიუსონი. "თუ შენ თამაშობ ევროპაში, FA თასზე და ლიგაზე მაშინ არ შეგიძლია ყველა თამაში ერთნაირი შემადგენლობით ითამაშო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან გაიზარდა თამაშის ტემპი. ეხლა უფრო ბევრი ენერგია იხარჯება თითოეულ თამაშში, ამიტომ უფრო ყურადღებით უნდა ვიყო ძირითადი შემადგენლობის არჩევის დროს."

"მე ვფიქრობ ფეხბურთელები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. მე ვერ ვიტყვი, რომ მათ ეს მოსწონთ, თუმცა ამას უნდა გაუმკლავდნენ. ეს რთულია. მე მათ ყოველთვის ველაპარაკები. ადრე განაცხადი თამაშამდე დაფაზე იწერებოდა თუმცა ეხლა უკვე სხვა დროა."


წყარო: www.ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: zatara
21 იანვარი 2013 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
buka oboladze,

დააწყებინეს მაგასაც :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№12
ავტორი: arymaz
25 ივნისი 2016 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top