თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2013, 14:06
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2231,
კომენტარები: 12
ძალიან მნიშვნელოვანი რობინ ვან პერსი
მაშინ როცა ძალიან ძალიან გინდა თვალი აარიდო რობინის სახელ და გვარს იმის შემდეგ რაც მან ამ სეზონში გააკეთა ეს შეუძლებელია და ამაში ბევრი დამეთანხმება.
ძალიან მნიშვნელოვანი რობინ ვან პერსი
მაშინ როცა ძალიან ძალიან გინდა თვალია არიდო რობინის სახელ და გვარს იმის შემდეგ რაც მან ამ სეზონში გააკეთა ეს შეუძლებელია და ამაში ბევრი დამეთანხმება.

ბევრი თვლის რომ ეს ფერგიუსონის საუკეთესო ტრანსფერია 26 წლის განმავლობაში. მაგრამ გავიხსენოთ ერიკ კანტონა მან გუნდისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. ასევე გულშემატკივრებს ახსოვთ მეორე მფრინავი ჰოლანდიელი „პეესვედან“, რუდ ვან ნისტელროი რომელიც ცოცხალი გოლების მანქანა იყო. მიუხედავად იმისო რომ პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა ყველაფერში მათ შორის გოლებში რობინ ვან პერსის პირველივე ტურიდან შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა ქომაგებზე და თვით სერ ალექსზე. ჰოლანდიელმა ამ სეზონში „იუნაიტედის“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა და იმის შანსებიც გაიზარდა რომ „იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-20 ტიტულს მიიღებს. სხვათა შორის , მათთვის ვისაც საიდუმლოებები უყვარს რობინ ვან პერსიმ პირველი ჰეტ-ტრიკი „საუტჰემპტონთან“ შეასრულა , ისევე როგორც რუდ ვან ნისტელროიმ.
ის ფაქტი რომ რობინის მოსვლით გუნდი ძალიან გაძლიერდა საკამათო არ არის , ეს ფერგიუსონმაც ბევრჯერ აღნიშნა და მას „პაზლის ბოლო ნაწილიც“ კი უწოდა.
.ფერგიუსონმა აღიარა რომ ვან პერსიმ გუნდი ძალიან გააძლიერა და ასევე ჩემპიონობის დაბრუნების შანსებიც გაიზარდა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ საახალწლო საჩუქარი - ზუსტად სეზონის დასაწყისში რობინ ვან პერსი მოვიდა „ოლდ ტრაფორდზე“.არსებობს ისეთი სიტუაცია როგორიცაა მაგალითად გაგიმართლა და პაზლის ბოლო ნაწილი იპოვე.
შუა სეზონი ახლოვდება და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ რობინის წყალობით ჩვენი ჩემპიონობის შანსები იზრდება.საოცარია ისიც რომ მან სწრაფად მოახდინა ადაპტირება „ოლდ ტრაფორდზე“.
„ჰოლანდიელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია.იგი ცხოვრების სწორ გზას ადგას. არ არის საკამათო ის ფაქტი რომ მისი წყალობით გუნდი წინ წავიდა
“ - განაცხადა ფერგიუსონმა The Sun-თან ინტერვიუში.

სერ ალექსმა იგივე განცხადება გააკეთა „ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ ინგლისის თასზე რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა. ვან პერსის გმირობის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურნირიდან გავარდნას გადაურჩა. ფერგიუსონმა ამ მატჩის შემდეგ ესეთი განცხადება გააკეთა : „გიგზის პასი და ვან პერის ერთი შეხებით გოლი - ეს უმაღლესი კლასია. ვან პერსის მოედანზე გამოსვლით ჩვენი გუნდი თავდასხმაში გაძლიერდა“. - დაასრულა ფერგიუსონმა.

ამ ყველაფრის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ბევრი დამეთანხმება.

სტატია მოამზადა ლუკა გელაშვილმა სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის
სტატიები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
20 იანვარი 2013 19:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: buka oboladze
20 იანვარი 2013 22:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
TrueDeviL ,
საღოლ პერსი მართლა დაგვეხმარება ორივე ლიგის მოგებაში პროსტა დღეს areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top