თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 22:55
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2592,
კომენტარები: 11
საუთჰემპტონი: ”ვან დეიკი არ იყიდება”
”საუთჰემპტონის” ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვან დეიკი არ იყიდება.
საუთჰემპტონი: ”ვან დეიკი არ იყიდება”
ჰოლანდიელი მცველით ”პრემიერლიგის” სხვადასხვა გუნდები ”იუნაიტედი”, ”სიტი”, ”ჩელსი”, ”ლივერპული” და ახლა უკვე ”ევერტონიც ინტერესდება.

გრანდების ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი ვან დეიკია, რადგან ის არის გამოცდილი ინგლისურ ფეხბურთში, აქვს დიდი პოტენციალი და რაც მთავარია, დარჩენილ დროში საკუთარი პოტენციალის გაზრდა შეუძლია.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე მაისში ”საუთჰემპტონი” ჰოლანდიელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს რომელიც 2022 წლამდე გაგრძელდება.

”წმინდანების” აღმასრულებელი დირექტორი ლეს რიდი საუბრობდა სწორედ ვან დიიკზე და ამბობდა, რომ მისთვის არასასურველი იყო გავრცელებული ჭორები და ცდილობს ჩაახშოს ეს ტყუილები.

მან Daily Echo-ს განუცხადა - ” ვან დეიკი არ იყიდება ! ”

”ჩვენ არ გვქონია არანაირი შემოთავაზება სხვა კლუბებიდან და რომც გვქონდეს ჩვენ მას არ განვიხილავთ, რადგან უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩვენ გვჯერა ჰოლანდიელის”.

”ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი კითხვები, ის არ იყიდება”
- თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არ სურს ჰოლანდიელმა დატოვოს მან კლუბის მენეჯერს განუცხადა რომ თუ ის წავიდა გაყიდოს ხელმისაწვდომ ფასში.

”იანვარი ძალიან რთული და პანიკური დროა ფეხბურთში და თუ რომელიმე ფეხბურთელია ხელმისაწვდომი, ამას თავისი მიზეზი აქვს.

ან ვერ ამყარებ სატრანსფერო რეკორდს, ან ისეთი ტიპის კლუბი ხარ, რომელსაც ამისთვის საკმარისი ფინანსები აქვს, რაც უნდა გააკეთო, დიდი თანხის გადახდა მოგიწევს.”
- დაასრულა მან.

წყარო: goal.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
10 იანვარი 2017 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ძაან გაპიარებულია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top