თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 15:30
ავტორი: Darkness,
ნანახია: 3212,
კომენტარები: 17
გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა 2009 წლის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს. "რედინგთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩიანი მოგებათა სერია მოუგროვდა
გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა 2009 წლის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს. "რედინგთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდს ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩიანი მოგებათა სერია მოუგროვდა.

აღნიშნულ მოგებათა სერიამდე "იუნაიტედი" რთულად აგროვებდა ქულებს. ოქტომბრის თვეში ჟოზე მოურინიოს კოლექტივს არც ერთი მოგება არ მოუპოვებია პრემიერლიგაში, ამასთან ერთად კი "სტემბორდ ბრიჯზე" ანტონიო კონტეს გუნდთან განადგურდა.

ამ პერიოდში ჟოზე მოურინიო აცხადებდა, რომ "გუნდის დნმ-ის დაბრუნებას ცდილობდა" და სინამდვილეში "კრისტალ პალასსა" და "მიდლსბროსთან" მოპოვებულმა გამარჯვებებმა გულშემატკივარს მართლაც გაახსენა ძველი დროის "იუნაიტედი".

მოცემულ სტატიაში ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანასკნელი წარმატებების უკან დგანან.

მაიკლ კერიკის სტაბილურობა და გამოცდილება

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი


35 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში არც ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული პრემიერლიგაში, მაგრამ ლიგის თასზე "მანჩესტერ სიტისთან" მოპოვებული გამარჯვების დროს იგი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მას შემდეგ რეგულარულად თამაშობს ძირითადში.

კერიკი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისწრაფით, მაგრამ მისი ინტელექტი მოედნის ცენტრში გუნდს დამატებით მატებს იმ სიმწვავეს, რომელიც იმავე პოზიციაზე მოთამაშე მარუან ფელაინის, პოლ პოგბასა და ანდერ ერერას აკლდათ.

15 თამაშში, რომლებშიც მაიკლი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 13 მოგება და 2 ფრე მიითვალა. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ჭორები, რომ ჟოზე მოურინიოს კერიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ სურს, რაც ალბათ არავისთვის არის გასაკვირი.


ჯონსისა და როხოს ურთიერთგაგება

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი


ზაფხულში ორივე მოთამაშეზე იყო ჭორები, რომლებიც მათ "იუნაიტედიდან" წასვლასთან აკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი დარჩნენ. ცენტრალურ მცველად გადაკვალიფიცირებულმა მარკოს როხომ და ტრავმებისკენ მიდრეკილმა ფილ ჯონსმა საბოლოოდ საკმაოდ ძლიერი დაცვის ცენტრი ჩამოაყალიბეს ჟოზეს გუნდში.

მარკოს როხო გადაურჩა დასჯას იდრისა გეიეზე უხეში თამაშის გამო და სწორედ ამის შემდეგ მან დაიწყო შესანიშნავი თამაში და მისი მდგომარეობა გუნდში 180 გრადუსით შემობრუნდა. თავის მხრივ, ფილ ჯონსი ძირითად შემადგენლობაში ბრძოლისთვის კონკურენციას უგებს გუნდის შარშანდელ საუკეთესო მცველს, კრის სმოლინგს.

ხშირად ამ მოთამაშეების კარგი თამაშის გამო მედიაში ისიც კი იწერება, რომ დავიდ დე ხეას მატჩების დროს საქმე შემოაკლდა.


ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიტიკოსებს კვლავ აჩუმებს

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი


ბევრს შესაძლოა, გაუკვირდა კიდეც, რომ მოურინიო 35 წლის მოთამაშეს შეტევაში მთავარ როლს უთმობდა, მაგრამ ზლატანის შესაძლებლობები ყველასთვის კარგად ცნობილია.

პოლ პოგბასთან ერთად, ზლატანმა გუნდის შეტევებში მრავალფეროვნება შეიტანა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედს" ასე ძალიან აკლდა.

"მიდლსბროსთან" მსაჯის მიერ უსამართლოდ არჩათვლილმა გოლმა საშუალება არ მისცა იბრას, რომ ლეო მესისთან ერთად 2016 წლის საუკეთესო ბომბარდირი ყოფილიყო 51 გოლით.

როგორც თავად განაცხადა, ზლატანმა გააჩუმა კრიტიკოსები, ხოლო "იუნაიტედში" იმედოვნებენ, რომ შვედი თავდამსხმელი კარგ თამაშს 2017 წელსაც განაგრძობს.


ზეწოლა გუარდიოლაზე

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი


სავარაუდოა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს პრესისგან ბოლო დროს ნაკლები ზეწოლაც ეხმარება კარგი შედეგების ჩვენებაში.

ჯერჯერობით "წითლები" კარგ თამაშთან ერთად კარგ შედეგებსაც აჩვენებენ, ხოლო მათ მეზობლებს მეტი გასაჭირი აქვთ ამ მხრივ და მათი მწვრთნელის კრიტიკაც ბოლო დროს ძალიან მოხშირდა პრესაში.

ამ დრომდე უმეტესი კრიტიკა მოურინიოზე მოდიოდა, რადგან გუნდი სასურველ შედეგებს ვერ აღწევდა, თანაც მოურინიო ორჯერ გააძევეს მოედნიდან მსაჯებმა.

ახლა კი ჟოზესა და მის გუნდს იმედი აქვს, რომ ეს ზეწოლა მათ მეზობლებზე გაიზრდება და უფრო მეტ დროსაც გაგრძელდება.


ადვილი კალენდარი

გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება:5 ძირითადი მიზეზი


"მანჩესტერ იუნაიტედი", რა თქმა უნდა, ბოლო თვეების განმავლობაში კარგ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას ხელი შედარებით ადვილმა კალენდარმაც შეუწყო.

აღნიშნული კარგი სერიის მანძილზე "ტოტენჰემი", რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა, ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც შეიძლება დონით ჟოზე მოურინიოს გუნდს შევადაროთ. "კრისტალ პალასის", "ზარიასა" და "სანდერლენდის" დონის გუნდებთან "იუნაიტედის" დონის გუნდი ყველა სეზონში უნდა იმარჯვებდეს.

15 იანვარს "ლივერპულთან" საშინაო კედლებში გასამართი მატჩი მოურინიოსთვის გარკვეული გამოცდა იქნება, რამაც შეიძლება დაგვიმტკიცოს, რომ გუნდი მართლაც პროგრესირების გზას ადგას.

წყარო:The Independent
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: qamari
9 იანვარი 2017 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: Manstark_United
გუნდის ათამაშებას ჟოზეს უნდა ვუმადლოდეთ. იცის ამ კაცმა გუნდის აშენება და დიდი სიამოვნებით ვნახავდი მოუს ეპოქას უტდში. აქვს რაღაც მინუსები (მთლად ფერგი ვერავინ იქნება) მაგრამ მართლა განსაკუთრებულია. და წელს ოთხეულს მოვთხოვთ და ევროპა ლიგის მოგებას. ინგლისის ჩემპიონობა რა თქმა უნდა კარგი იქნება. მაგრამ გუნდმა სტარტიდან გამომდინარე შანსი ნაკლებია.

რომ უნდა უგებდეს და უგებდა კიდეც ფაქტია ,მარა გარდამავალ პერიოდში ყველა გვიგებდა ,ეხლა უბრალოდ კარგი კომბინაციური და მეტი გოლის გატანის მოლოდინში ვართ .ეს პროგრესია
0
№12
ავტორი: stepno
9 იანვარი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პირველრიგში განსაკუთრებული ავღნიშნოოთ,
0
№13
ავტორი: gache1991
9 იანვარი 2017 18:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
პირველი ალბათ ის არი რო შემადგენლობა იპოვა.კერიკი ერერა წინ წაწეული პოგბათი კრაიზე მხითარიანი მარსიალით რო გვეთამაშა დარწმუნებული ვარ ამ სერიამდე იმ 4 X-ს მაინც არ ვიტამაშებდით..ერთიც რო მოგვეგო დღეს უკვე ლუზერზე მოგებით მეორე ადგილამდე არაფერი დაგვაკლდებოდა..
0
№14
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2017 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლივერპულს მოვუგოთ კარგი თამაშით და დარწმუნებით ვიტყვი იმას რომ მომავალ წელს ლიგაზე ვითამაშებთ , როგორ მინდა რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავზე და დიდი ძალებით შეუტიოთ, ლივერპულმა მარტო თავი უნდა დაიცვას, დიდი მატჩია ბევრი რამე გაირკვევა 15 ში და მჯერა რომ კიდევ ერთი მწვანე გრაფა გაჩნდება კალენდარში და +3 ქულა love am
0
№15
ავტორი: mdzeva
9 იანვარი 2017 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: LASHQARA
ლივერპულს მოვუგოთ კარგი თამაშით და დარწმუნებით ვიტყვი იმას რომ მომავალ წელს ლიგაზე ვითამაშებთ , როგორ მინდა რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავზე და დიდი ძალებით შეუტიოთ, ლივერპულმა მარტო თავი უნდა დაიცვას, დიდი მატჩია ბევრი რამე გაირკვევა 15 ში და მჯერა რომ კიდევ ერთი მწვანე გრაფა გაჩნდება კალენდარში და +3 ქულა love am

ნუ გეშინია ეხლაც ვითამაშებტ ლიგაზე
0
№16
ავტორი: giorgi_mg
9 იანვარი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მთავარი ფაქტორი #1? ჯოზე!
კერიკი, როხო და ჯონსი იმ ავადსახსენებლებსაც ყავდათ
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მცირედი და ფორმალური ჩამონათვალია, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორიცაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top