თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3554,
კომენტარები: 18
სიმართლე თუ ილუზია: ჯონსი და როხო - "იუნაიტედის" საუკეთესო ცენტრალური მცველები?
რამდენად კარგები არიან "იუნაიტედის" ცენტრალური მცველები.
სიმართლე თუ ილუზია: ჯონსი და როხო -
ერიკ ბაიი აფრიკის ჩემპიონატზე გაემგზავრა და რამდენიმე კვირა იუქმებს, რის გამოც ჟოზე მოურინიოს არც ისე ბევრი ვარიანტი აქვს დაცვის ცენტრში. კოტ დ'ივუარელის ტრავმამდე სწორედ ის იქცა "იუნაიტედის" დაცვის ბურჯად და გაჩნდა შიში, რომ მისი არყოფნა გუნდს დაასუსტებდა - იმდენად კარგად თამაშობდა ინგლისში. თუმცა სხვა ორი მცველი, რომელთა მომავალი ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ საეჭვო გახდა, მშვეველად მოევლინა გუნდს და საკუთარ კართან სტაბილურობა შემატა.

სიმართლე თუ ილუზია: ჯონსი და როხო - "იუნაიტედის" საუკეთესო ცენტრალური მცველები?


"ვესტ ჰემთან" მოგებული მატჩი ინგლისის ჩემპიონატში მეცხრე აღმოჩნდა, რომელიც ჯონსმა და როხომ "იუნაიტედის" დაცვის ცენტრში დაიწყეს. ამ ცხრა მატჩიდან გუნდმა ექვსი მოიგო და მთელ ამ მატჩებში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. პირველად მათი დუეტი "სუონსისთან" (3:1) მატჩში გამოჩნდა და მას შემდეგ "იუნაიტედი" ინგლისში დაუმარცხებელია. რაც უფრო მეტად ახდენს შთაბეჭდილებას, ეს როხოსა და ჯონსის მოვლენებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მოურინიოსთვის იმის დამტკიცებაა, რომ შანსს იმსახურებენ.

როცა მოურინიომ ჩაიბარა გუნდი, ბევრი მიიჩნევდა, რომ როხო და ჯონსი პირველები იქნებოდნენ, ვინც გუნდს დატოვებდნენ და კარიერის რეაბილიტირებას სხვა რომელიმე კლუბში ეცდებოდნენ. ბაიის ტრანსფერის შემდეგაც კი უკავშირებდნენ "იუნაიტედს" ბევრ სხვა ცენტრალური მცველს, რაც მხოლოდ აძლიერებდა ჯონსისა და როხოს მომავლის თაობაზე გავრცელებულ ჭორებს. მაგრამ ახლა საწინააღმდეგო თეზისი უფრო მართებულია: ეს დუეტი პირველი არჩევანია სასტარტო შემადგენლობაში. ჯონსისთვის ეს მომენტი გუნდის ძირითადში თავის დასამკვიდრებლად იმაზე შესაფერისი იქნება, ვიდრე ოდესმე.

ადრეული წლებიდანვე ქრონიკულმა ტრავმებმა ჯონსი არ დაინდეს და მისი პროგრესი შეანელეს. "ჯონსი, გამომდინარე იქიდან, როგორ მოქმედებს მოედანზე, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება გახდეს", - განაცხადა მის შესახებ "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა 2013 წელს. მაგრამ ახლა, როგორც ფერგიუსონმა იწინასწარმეტყველა, მასთან ერთად გუნდი უფრო საიმედოდ გამოიყურება. ჯონსთან ერთად "იუნაიტედი" ერთ მატჩში საშუალოდ 0.67 გოლს უშვებს, მის გარეშე კი 1.18 გოლს. იგივე შეიძლება ითქვას როხოს შესახებაც, რომელთან ერთადაც "იუნაიტედი" ერთ მატჩში საშუალოდ 0,6 გოლს უშვებს, ხოლო მის გარეშე 1.3 გოლს.

როხო "იუნაიტედს" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში კარგად თამაშის შემდეგ შეუერთდა, მაგრამ მარცხენა და ცენტრალური მცველის პოზიციებს შორის გაურკვევლობამ მისი კარიერა არია. "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის ყოფნის პერიოდში როხომ ვერაფრით მოახერხა პროგრესირება და "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ყველაფერს ემატება დისციპლინის უკმარისობა. მიმდინარე სეზონშიც კი იყო ორი მომენტი, როცა განუსჯელი ვარდნის გამო მოედნიდან გაძევებას გადაურჩა, მაგრამ ჯონსის მეწყვილედ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.

სიმართლე თუ ილუზია: ჯონსი და როხო - "იუნაიტედის" საუკეთესო ცენტრალური მცველები?


სტატისტიკა ადასტურებს, რომ მათ დუეტს "იუნაიტედის" წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს: ჯონსი - შემადგენლობაში საუკეთესოა ბურთის ამოტანით (8.3), როხო კი მეორე ადგილზეა 7.5 მაჩვენებლით. ნათელია, ასეთი მოქმედებები დავიდ დე ხეას კარზე ზეწოლას ამცირებს, რაც თავის მხრივ შედეგში აისახება. შესაძლოა, თავდაცვის ყველაზე ჭკვიანური ხერხი არ არის, მაგრამ სანამ გუნდს გოლები გააქვს, ნამდვილად იქნება ყველაზე ეფექტური იმისათვის, რომ ბურთი რაც შეიძლება შორს გაიტანო საკუთარი საჯარიმოდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსსა (43.2) და როხოს (46.1) ერთ მატჩში განხორციელებული გადაცემების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ. "იუნაიტედს" ამჟამად ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს ზუსტი გადაცემების პროცენტული რაოდენობით (85.1) და ჯონსისა და როხოს დუეტი მოურინიოს მოთხოვნილებას შეესაბამება, რაც საკუთარი საჯარიმოდან ბურთის თავისუფალ ზონაში ატანაში მდგომარეობს. ზუსტი გადაცემების მათი პირადი პროცენტული მაჩვენებელი - 89,2 და 85,7 შესაბამისად - საკმაოდ მაღალია და ორივეს პოტენციალს აჩვენებს იმაში, რასაც დაცვიდან შეტევაში ბურთის ატანა ჰქვია.

ისინი არა მარტო იმის გამო აკეთებენ გადაცემას, რომ უბრალოდ პასი გააკეთონ, არამედ გუნდის პოზიციურ თამაშს მიმართულებასაც აძლევენ. დაამატეთ ამას სასტარტო შემადგენლობაში მაიკლ კერიკის დაბრუნება, რომელსაც დაცვაში აწევა და ბურთის მიღება უყვარს, რათა შეტევის ორგანიზაციით დაკავდეს. ჯონსი და როხო წარმატებით ართმევენ თავს კერიკის მომარაგებას, რაც მას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ხშირად მიიღოს ბურთი და მოედნის ხედვის ეფექტური რეალიზება მოახდინოს.

ჯერჯერობით ეს დუეტი იდეალური არ არის და "იუნაიტედის" გულშემატკივარს ნერვიულობის მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როხო და ჯონსი კარგად თამაშობენ და მოურინიო არ არის იძულებული, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი იყიდოს ამ თვეში. ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა ვიქტორ ლინდელეფის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შესახებ, მაგრამ საკუთარი ცენტრალური მცველების სტაბილურმა თამაშმა ნიჭიერი შვედისადმი ინტერესი დააცხრო. სანამ ჯონსი და როხო საიმედონი არიან, მოურინიოს წინაშე არ დგას გუნდის დაცვითი ხაზის გადატვირთვის დავალება და "იუნაიტედი" მშვიდად აგრძელებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას.

წყარო: whoscored
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
8 იანვარი 2017 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეს ის მომოენტია სტატისტიკა არაფერს რომ არ ცვლის. არც როხოა მაღალი დონე და არც ჯონსი.
0
№12
ავტორი: Gamkrelidze
8 იანვარი 2017 19:49
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ორივე მაგრა მევასება request
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
8 იანვარი 2017 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ორივე მაგარია ჟოზე აძლევს სტიმულს და იხოდებიან
0
№14
ავტორი: Mixito
8 იანვარი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Vin araaa magali done ?

Statistikas gadaxedeee
0
№15
ავტორი: shotkin
8 იანვარი 2017 23:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბოლობოლო ნეტა რაჭირსო როხოსო წეიტ უკვე უნდა იცოდნენ რაშია საქმე
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 01:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორივე ფორმაშია მარა როხო კი დაიმტვრა
0
№17
ავტორი: dybbuk
9 იანვარი 2017 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
წაუვიდათ და აგრძელებენ, მაგრამ ამათ იმედზე ჩემი მტერი იქნა. აქ კიდე ვიღაცეები დონეებს მაგრად არჩევენ, ეტყობა სტატისტიკა მაგრად ეხმარებათ lol
0
№18
ავტორი: Mixito
9 იანვარი 2017 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Bijo shexede tamashebs ra

Tu aq zogirtebi ise weren ro tamashebs ar uyureben
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top