"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მარკოს როხოს მდგომარეობაზე სწუხს, რომელმაც "რედინგთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
არგენტინელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, თუმცა ინგლისის თასის მატჩის დასრულება ვერ შეძლო და მე-19 წუთზე იგი ფილ ჯონსმა შეცვალა.
გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედი" სამ დღეში მართავს მომდევნო მატჩს, შემდეგ კი "ლივერპულთან" შეხვედრაა პრემიერ ლიგაში, როხოს ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მატჩის შემდეგ მოურინიომ მის მდგომარეობაზე ისაუბრა: "არ ვიცი, როგორი დაზიანება აქვს. ცოტა უნდა მოვიცადოთ. კუნთი კუნთია და მისი ყოველთვის უნდა გეშინოდეს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.
იანვარში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრალური მცველების შენარჩუნება. მაგრამ მოცდას ვამჯობინებ. კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა საქმეს ძალიან კარგად გაართვეს თავი".