თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 18:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 14
რუნი ჩარლტონის რეკორდს გაუთანაბრდა
უეინ რუნი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარიდირის წოდებას ბობი ჩარლტონთან იყოფს.
რუნი ჩარლტონის რეკორდს გაუთანაბრდა
ინგლისის თასზე "რედინგის" კარში გატანილი გოლით უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ბობი ჩარლტონთან გაიყო.

31 წლის ფეხბურთელი ინგლისის თასის მესამე რაუნდის გათამაშების დებიუტში იაპ სტამის გუნდის წინააღმდეგ გოლით გამოირჩა და ამით სერ ბობი ჩარლტონის მიერ 1956 წლიდან 1973 წლამდე ნაჩვენებს შედეგს გაუთანაბრდა.

კაპიტანმა ხუან მატას გადაცემით ისარგებლა და მუხლით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

შეგახსენებთ, რომ რუნი 2004 წლიდან ირიცხება "იუნაიტედის" შემადგენლობაში და მას 249 გოლის გასატანად ჩარლტონთან შედარებით 4 წლითა და 215 მატჩით ნაკლები დასჭირდა. მან რეკორდის დასამყარებლად 543 მატჩი ჩაატარა.

ყველა შედეგიანი სეზონი რუნის 2009/10 და 2011/12 წლებში ჰქონდა, როცა ორივე სეზონში ყველა ტურნირზე 34-34 გოლი გაიტანა.

რუნი უკვე კლუბისა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ნაკრებში მას ამისთვის 119 მატჩი და 53 გოლი დასჭირდა, რაც ასევე აუმჯობესებს ჩარლტონის 49-გოლიან რეკორდს, რისთვისაც ლეგენდარულმა ბობიმ 106 მატჩი ჩაატარა.

იმისათვის, რომ რუნი ერთპიროვნული ლიდერი გახდეს კლუბის ბომბარდირთა დავაში, მას კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდება.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Runiii ❤️❤️❤️
0
№12
ავტორი: gela-manutd
7 იანვარი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№13
ავტორი: stepno
7 იანვარი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: - DAVID
ციტატა: RojoDiablo
აბსოლუტური ლიდერობა უფრო ლამაზი გოლით მოგეპოვებინოს, კაპიტანო love

ლივერპულს რომ გაუტანოს სარეკორდო გოლი იმენა ოლდ ტრაფორდი დაინგრევა რასაც ქვია love

არადა, ეჭვი მაქვს, ძირითადში ვერც კი მოხვდება

ვერ მოხვდებაა შანსი არააა
0
№14
ავტორი: temo-scholes
8 იანვარი 2017 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
dzmebo samives shegaxsenebt sastavshi ro daiwyebs da imedia gaitans kidec...;)

ციტატა: tedore
კარგია რომ ამდენი წლის მერე რეკორდის დამხობის მოწმე გავხვდებით მე ვფიქრობ სტადიონთან კიდევ ერთი ძეგლი უნდა დაიდგას რუნის ეკუთვნის ნამდვილად...ისე ახალი სამეულის ძეგლსაც ვისურვებდი მომდევნო თაობების სამი დიდი ფეხბურთელის კანტონა-სქოულზი-რუნის ძეგლი ერთად კარგი იქნებოდა

gigzma da ronaldom ra daashava ro?:)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top