თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2017, 19:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3161,
კომენტარები: 16
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მე-3 რაუნდის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-3 რაუნდი
თარიღი: შაბათი, 7 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw,Young, Fellaini, Carrick, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic.
ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, შესაბამისად, უეინ რუნი და ლუკ შოუ გუნდს დაუბრუნდნენ. .


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"რედინგი"


ტრავმირებულები: ქუინი, რეიკელსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:

[/center]

[center]"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 39 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-მ-მ


"ვესტ ჰემის" 2-0 დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგაში 39 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ყველა ტურნირის მასშტაბით ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს.

ინგლისის თასი

ინგლისის თასის მოქმედ მფლობელებს 12-ჯერ აქვთ მოგებული ტურნირი ("არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგია). უკანასკნელი წარმატება 2016 წლის მაისით თარიღდება, როცა "უემბლიზე" გამართულ ფინალში "კრისტალ პალასს" სძლიეთ ანგარიშით 1-2.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე გუნდი შეიძლება გახდეს, რომელმაც ინგლისის თასი დაიცვა. პირველი ოთხი გუნდი "ნიუკასლი" (1951 და 1952), "ტოტენჰემი" (1961,1962 და 1981,1982), "არსენალი" (2002,2003 და 2014,2015) "ჩელსი" (2009,2010) იყვნენ.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

1984 წლის შემდეგ ინგლისის თასის მესამე რაუნდში ჩატარებული 31 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ორი წააგეს, როცა 2010 წლის 3 იანვარს "ლიდსთან" დამარცხდნენ 1-0, 2014 წლის 5 იანვარს კი "სუონსისთან" 1-2.

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მესამე რაუნდში ყველაზე დიდი ანგარიშით 1928 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმარჯვა, როცა "ბრენდფორდს" 7-1 სძლია. ომის შემდგომ ეპოქაში კლუბმა მე-3 რაუნდში ყველაზე დიდი ანგარიშით 1949 წელს "მეინ როუდზე" "ბორტნმუთი" დაამარცხა - 6:0. უახლოეს წარსულში კი ყველაზე დიდი გამარჯვება "წითლებმა" "ბარტონ ალბიონის" წინააღმდეგ 2006 წელს მოიპოვეს - 5:0.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ტურნირის ამ ეტაპზე 1948 წელს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ შედგა, როცა "იუნაიტედმა" "ვილა პარკზე" 6-4 მოიგო, ხოლო 1998 წელს "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" 5-3 სძლია მატჩში, რომელშიც 5 ბურთის სხვაობით იგებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული 46 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო - 38 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"რედინგი"


მე–3 ადგილი, 46 ქულა (ჩემპიონშიპი)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-მ-წ-მ-მ-მ


გასვლაზე "ბრისტოლ სიტის" 2-3 დამარცხების შემდეგ 45 ქულით ჩემპიონშიპში მესამე ადგილს იკავებს.

ჩემპიონშიპში ბოლო სამი მატჩის მოიგეს.

ინგლისის თასი

"რედინგის" უდიდესი მიღწევა ინგლისის თასზე ნახევარფინალში გასვლაა, სადაც ორჯერ ითამაშა - 1927 და 2015 წლებში.

კლუბი ასევე ოთხჯერ გავიდა ტურნირის მეოთხედფინალში - 1901, 2010, 2011 და 2016 წლებში.

გასულ სეზონში ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ, როცა სახლში მომავალ ფინალისტთან, "კრისტალ პალასთან" 0-2 დამარცხდნენ.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი – 18 გოლი (13 ლიგაში).

ხუან მატამ ინგლისის თასზე ბოლო სამ მატჩში გაიტანა გოლი, მათ შორისაა გასული წლის ფინალში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლიც.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რედინგი" (პრევიუ)

"რედინგი"


წამყვანი ბომბარდირები: მაკკლირი - 8 გოლი (8 ლიგაში)

თუ მოედანზე პოლ მაკშეინი და ტაილერ ბლეკეტი გავლენ, თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"რედინგის" ამჟამინდელი მწვრთნელი იაპ სტამი იხელმძღვანელებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომლის რიგებშიც 1998 წლიდან 2002 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 197 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 19-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 11-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "რედინგმა" 1-ჯერ, ხოლო 7 მატჩი ფრედ დასრულდა.

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 7 გამარჯვება მოიპოვა, "რედინგმა" - 1, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "რედინგი"

თარიღი: 16 მარტი, 2013 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 21'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1"ვესტ ჰემი"

თარიღი: 18 თებერვალი, 2013 წელი
ინგლისის თასის მე-5 რაუნდი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ნანი 69', ერნანდესი 72'
გოლი "რედინგის" რიგებში: მაკანუფი 81'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი განსაჯა, 70 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ბენეტი, ედვარდ სმარტი
სათადარიგო არბიტრი: გრეჰემ სკოტი
მატჩის წინ
16 კომენტარი
№11
ავტორი: mogeba
7 იანვარი 2017 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
pogba ibra erera de xea rojo da masriali dasvenos jobiaaa da dalshe sasttavi atamashos basti minda dan runi da reshfordi pogba da ibrashka dasvenos imito ro liverpuli unda gavxetqot
0
№12
ავტორი: SAF
7 იანვარი 2017 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს თამაში ლინგარდებით დარმიანებით და ფონსუ მენსებით უნდა მოვიგოთ likeaboss დაასვენოს ბიჭები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: Gigo
7 იანვარი 2017 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ტრავმირებულებს რომ ვკიტხულობ თვალებს ვერ ვუჯერებ ყველა ხოდზეა აი სწორი ვარიში რამდენს ნიშნავს ვან გაალმა დახოცა იმენა სასტავი 4-5 ფეხურთელი ტრავმირებული იყო თან სასტავის ხალხი
0
№14
ავტორი: runi runi
7 იანვარი 2017 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რა მოტ....ნი ტვინი ამ ფელაინით ტო. ათამაშე ერთი შვაინა იქნებადა ბრილიანტი გიზის სკამზე შეჩემისა
0
№15
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Wynarad unda movigot
0
№16
ავტორი: makaveli
7 იანვარი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
setantaze aris tamashi "setanta sports + " !!!!!!!!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top