თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2341,
კომენტარები: 11
მოურინიომ საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება არ ისურვა
მოურინიო თავისი ყოფილი გუნდებისგან სიმბოლურ ნაკრებს ვერ ადგენს.
მოურინიომ საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება არ ისურვა
ჟოზე მოურინიომ არ ისურვა დაესახელებინა საუკეთესო თერთმეტეული მის მიერ გაწვრთნილი გუნდების მოთამაშეებისგან, რადგანაც არავის გამოტოვება არ სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი FIFA.com-ს გაესაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა წლის საუკეთესო ნაკრებთან დაკავშირებით, მაგრამ თავისი ყოფილი ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები არ შეადგინა.

"სიმართლე გითხრათ, ინდივიდუალური პრიზების დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ფეხბურთი გუნდური სპორტია. გუნდები იგებენ მატჩებს და ფეხბურთელებიც იმდენად მნიშვნელოვანი არიან, რამდენადაც გუნდები.

მედიასა და გულშემატკივრებს კი მოსწონთ. მწვრთნელებს არა, რადგან დიდი სხვაობაა ინდივიალურ ჯილდოსა და ჩვენი სამუშაოს მიზანს შორის. თუმცა მედია და გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში, ამიტომ ინდივიდუალური ჯილდოს საწინააღმდეგოდ წასვლას არ ვაპირებ.

რა თქმა უნდა, არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც თავიანთი ნიჭით გუნდებსა და გარკვეულ მოთამაშეებს აუმჯობესებენ. ასეთი ტიპის ფეხბურთელები სათამაშო სტილსა და გუნდის დინამიკაზე ახდენენ გავლენას.

ჩემთვის ეს ფეხბურთელები განსაკუთრებულნი არიან. უბრალოდ ვგრძნობ, ამ ჯილდოთი კონცენტრაცია გადატანილია რაღაცნაირად... ცერემონიის დასრულებიდან ერთ კვირაში მომდევნო წლისთვის მზადება იწყება",
- განაცხადა მოურინიომ.

პორტუგალიელს სთხოვეს, "პორტუს", "ჩელსისა" და მადრიდის "რეალისგან" სიმბოლური ნაკრები შეედგინა, რისი გაკეთებაც მან არ ისურვა.

"ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ყოველთვის ვუარობ და ასე გავაგრძელებ. იმდენმა ფეხბურთელამ დაღვალა სისხლი და სული ჩემთვის თამაშისას, როგორ უნდა გამოვარჩიო ვინმე და სხვა გამოვტოვო?

ვიტორ ბაია, პეტრ ჩეხი, ჟულიო სესარი... ერთი როგორ ავირჩიო? ხორხე კოშტა, რიკარდო კარვალიო, მარკო მატერაცი, ლუსიო, ვალტერ სამუელი, ჯონ ტერი... ერთი როგორ ავირჩიო? მიკაელ ესიენი, უესლი სნეიდერი, ნემანია მატჩი, კოსტინია, მანიშე, ჩაბი ალონსო, ფრენკ ლამპარდი... ერთი როგორ ავირჩიო?

არა მგონია, ამ შეკითხვას ოდესმე ვუპასუხო, რადგან ვერასდროს დავივიწყებს ჩემს ძმებს, რომლებიც მხარში მედგნენ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
8 იანვარი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ჩემი ძმებიო...:))) რა ძმააა ...:() აი მაგიტომაც მიყვარხარ და მევასები შე ეშმაკო...;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top