თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2585,
კომენტარები: 12
"ნიცას" პრეზიდენტი: "დეპაის საფასურს ვერ გავწვდით"
ლიგა 1-ის ლიდერები დეპაის შეძენას ცდილობდნენ.
"ნიცას" პრეზიდენტი ჟან-პიერ რივიე აცხადებს, რომ მისი კლუბი აღარ ეცდება მემფის დეპაის შეძენას, რადგანაც მასში მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ ახერხებს.

ჰოლანდიელი ვინგერი ჟოზე მოურინიოს გეგმებში საერთოდ აღარ შედის და პორტუგალიელმა მწვრთნელმა მას მხოლოდ 20 წუთი მისცა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.

ინგლისში უმაღლესი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელად მოსვლის შემდეგ დეპაის სათამაშო პრაქტიკა სულ უფრო და უფრო უმცირდება, ბოლო პერიოდში კი იგი მატჩის განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

მისი სამსახურით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის "ევერტონი" ყველაზე რეალურ პრეტენდენტად ითვლება.

დეპაის შეძენა სურდა "ნიცასაც", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობის შენარჩუნებას აპირებს. მაგრამ "იუნაიტედის" მიერ მოთხოვნილი 25 მლნ. ფუნტის გადახდა ვერ შეძლო.

"სხვა ბევრი კლუბის მსგავსად ჩვენც გვინდოდა მისი შეძენა, მაგრამ საშინლად ძვირია. ამ სიტუაციას ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები ვერ გასწვდება. იმ კლუბში იმყოფება, რომელსაც მასში გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება სურს.

როცა დეპაის ვაკვირდებოდით, სულ სხვა გზით გვსურდა მისი გადაბირება, რაც დღეს შეუძლებელია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძვირად შეიძინა და ახლა მისი გაყიდვა უნდათ, მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციაში ვერავის გავუწევთ კონკურენციას",
- განაცხადა "ნიცას" პრეზიდენტმა.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
6 იანვარი 2017 03:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გვეშველა..საღოლ მოუ..ვანგაალი ან არ ვიცი მარტო მწვრთნელი არ არი დამნაშავე ალბათ.მოლაპარაკებაზე ვუდვირდი ხო იქნებოდა,ჩიჩა ვანპერსი ნანაი ევრა გაიყიდენ ალბათ ჯამში 30 მილიონად და ესენი ვიღაც ლინდელოფს ადებენ 40-ს
0
№12
ავტორი: stepno
6 იანვარი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ratqmaunda egrec unda iyoos :-)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top