ჟოზე მოურინიო იმ ფაქტორს ასახელებს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" მისი სიყვარული გააღვივა და სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადების პროცესში კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევს.
"კარგი, ის, რამაც დაუყოვნებლივ შემაყვარა კლუბი და ხალხი, მომანდომა მათთან ერთად მუშაობა, თავად ხალხია.
ისინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპიური მხარდამჭერები არიან, რომელთაც წარსული დაუჯერებლად ახსოვთ, მაგრამ აწმყოს რეალიებს აცნობიერებენ. მომავლის მოლოდინს ინარჩუნებენ, მაგრამ ესმით იქ მისასვლელი გზებიც და გუნდს ყოველთვის მხარს უჭერენ, ცუდ პერიოდშიც კი.
ეს, ჩემთვის, ყველაზე საოცარი რამაა, რადგან სწორედ ეს გაყვარებს ახალ კლუბს. ყველაზე მეტად სწორედ ამან იქონია ჩემზე გავლენა", - განაცხადა მოურინიომ.
გულშემატკივრები ერთ-ერთი არ არიან, ვისაც მოურინიომ თავისი პატივისცემა გამოუხატა - პორტუგალიელი იმასაც აღნიშნავს, რომ თავისი ფეხბურთელებიც ძალიან ბედნიერია.
"ჩემი ფეხბურთელები ძალიან, ძალიან მომწონს. არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელები, არამედ როგორც ადამიანები. ძალიან კარგი ბიჭები არიან და მიყვარს მათთან ერთად მუშაობა.
მიყვარს ჩემი ჯგუფი, ამიტომაც ბედნიერი ვარ. ყველაფრის მიზანი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" იქ აყვანაა, სადაც მისი ადგილია. ბედნიერი ვარ".