სერ ალექს ფერგიუსონი მოხიბლულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტატისტიკით „უაით ჰარტ ლეინზე“ , მაგრამ იგი თვლის რომ ამ სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა აქვს მომდევნო მატჩთან დაკავშირებით.
ბოსი აღშფოთებულია ვილაშ ბოაშის ასეთი მუშაობით. გასულ სეზონში პორტუგალიელი მწვრთნელი ზეწოლას განიცდიდა და მან მალევე დაკარგა სამუშაო და მწვრთნელობა გააგრძელა „ტოტენჰემში“.
„მე ვფიქრობ რომ ტოტენჰემი შესანიშნავ სეზონს ატარებს“. - განაცხადა ფერგიუსონმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე. „მე ვუყურე „ტოტენჰემის“ ბევრ მატჩს და ისინი შესანიშნავ ფორმაშია არიან. ისინი კარგ ფორმაში არიან და მე ვფიქრობ , რომ ისინი იბრძოლებენ ოთხეულში მოსახვედრად. „იუნაიტედი“ არ დამარცხებულა „უაით ჰარტ ლეინზე“ 11 მატჩია , ბოლოს იგი დამარცხდა 2001 წლის მაისს.“
„ჩვენ ფანტასტიკური რეკორდი დავამყარეთ „უაით ჰარტ ლეინზე““ - აღიარა სერ ალექსმა. "იქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა და ჩვენ მოგვწონს იქ თამაში. მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ კვირას მძიმე მატჩი გველოდება. ჩვენ სამუშაოს კარგად გავაკეთებთ!“.