თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2435,
კომენტარები: 18
მოურინიო: "რეკორდებს არ დავდევთ"
ჟოზე მოურინიო მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ფიქრობს.
მოურინიო:
პრემიერ ლიგაში მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ ყოველ მომდევნო კონკრეტულ მატჩზე ფიქრობს და რეკორდებს ყურადღებას არ აქცევს.

ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის გარდა, "წითლებს" 13 მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვთ ყველა ტურნირის მასშტაბით, რაც 2013 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა.

თუმცა, ჟოზესთვის ასეთი სახის მიღწევას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის მხოლოდ იმ გუნდების გადასწრებაა ფასეული, რომლებიც "იუნაიტედზე" წინ არიან სატურნირო ცხრილში.

"ვგრძნობ, რომ მომდევნო მატჩის მოგებაც შეგვიძლია. რეკორდებს არ დავდევთ. მხოლოდ კარგი თამაში და ქულები გვინდა.

ვიცით, რომ "ჩელსი" ან "ტოტენჰემი" ქულებს დაკარგავს, ამიტომ მათი დევნა უნდა გავაგრძელოთ. ადრე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ქულებს ვერ ვაგროვებდით. ახლა ექვსი გამარჯვება და 18 ქულა გვაქვს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
4 იანვარი 2017 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩელსიმ თუ სასწაულები არ აკეთა ვერ დავეწევით და იმედია გააკეთებს " სასწაულებს"
0
№12
ავტორი: qamari
4 იანვარი 2017 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: LASHQARA
ციტატა: mufc1878
ციტატა: LASHQARA
ციტატა: NoisyBoy
ციტატა: LASHQARA
გუნდმა დაიჭირა თავის თამაში და ეს უკვე კარგია, მაგრამ რეალურად ცხრილს თუ გადავხედავთ ბევრი არაფერი შეცვლილა, ამიტომ უნდა შეინარჩუნოს გუნდმა წინსვლა და მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, თუ დაიჯერებენ მოთამაშეები რომ შეუძლიათ გამარჯვება ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ, მაგის დასაჯერებლად მოუმ უნდა დააჯეროს თავის სიტყვებში და რწმენა უნდა ჩაუნერგოს გამარჯვების ბიჭებს love am

რა არაფერი შეცვლილა რამდენი ქულით გვისწრებბდა ოთხეული და ეხლა უკვე შეგვიძლია რეალურად ვიფიქროთ მეორეზე გასვლაზე,ძაან დავეწიეთ ქულებში ჩვენ წინ მდგომ გუნდებს

რეალურად ვის გაასწარი ჩელსის ლივერპულს ტოტენჰემს თუ არსენალს ?? ესე თუ არ გააგრძელა გუნდმა ჩათვალე არაფერი უქნია ჯერ გადახედე ცხრილს და ნახავ winked

11 ქულა იყო 4 სთან ჩამორჩენა.ეხლა ორია..განსხვავებას ხედავ ?

ცხრილში რამე შეიცვალაა ??? სხვა დანარჩენზე ვთქვიი რამე წაიკითხე პირველი კომენტარი და მიხვდები რასაც ვგულისხმობ არაფრის შეცვლაში ...

ქულები რატქმაუნდა მნიშვნელოვანია ,მაგრამ გუნდის თამაშში რომ აშკარა პროგრესია ამას სათანადო შეფასება უნდა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2017 22:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს კიდე დაკარგავენ ქულებს ჩელსი ან ტოტე და ცოტა წაგვადგება
0
№14
ავტორი: levionok
4 იანვარი 2017 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მე ტოტენჰემს ვბალეშიკობ დღეს გული მიგრძნობს ჩემპიონობისტვის უნდა გავიბრძოლოთ, ლივერპულის მერე კალენდარი გვაქვს კამფეტი სტოკი,ჰალი,ლესტერი უოტფორდი.აი ამ 5 თ ამაშის მოგებაა და მერე ვილაპარაკოთ ცხრილზე ლომებო ჯერ კი მართალია კაცი 6 ზე ვიყავით მე6-ზე ვართ მაგრამ ქულების სხვაობა რადიკალურათ განსხვავებულია და უკვე ორ ტურში შეიძლება მეორეზე გავიჩითოთ

№15
ავტორი: Mixito
4 იანვარი 2017 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
აუ რა 6 თამაშს რო მოიგებ ზედიზედ და კაცი იტყვი არაფერი შეცვლილაო ...ეჰჰჰ
0
№16
ავტორი: LASHQARA
4 იანვარი 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: levionok
მე ტოტენჰემს ვბალეშიკობ დღეს გული მიგრძნობს ჩემპიონობისტვის უნდა გავიბრძოლოთ, ლივერპულის მერე კალენდარი გვაქვს კამფეტი სტოკი,ჰალი,ლესტერი უოტფორდი.აი ამ 5 თ ამაშის მოგებაა და მერე ვილაპარაკოთ ცხრილზე ლომებო ჯერ კი მართალია კაცი 6 ზე ვიყავით მე6-ზე ვართ მაგრამ ქულების სხვაობა რადიკალურათ განსხვავებულია და უკვე ორ ტურში შეიძლება მეორეზე გავიჩითოთ

მე ტოტენჰემს ვბალეშიკობ დღეს გული მიგრძნობს ჩემპიონობისტვის უნდა გავიბრძოლოთ, ლივერპულის მერე კალენდარი გვაქვს კამფეტი სტოკი,ჰალი,ლესტერი უოტფორდი.აი ამ 5 თ ამაშის მოგებაა და მერე ვილაპარაკოთ ცხრილზე ლომებო ჯერ კი მართალია კაცი 6 ზე ვიყავით მე6-ზე ვართ მაგრამ ქულების სხვაობა რადიკალურათ განსხვავებულია და უკვე ორ ტურში შეიძლება მეორეზე გავიჩითოთ

კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო ამაზეა ნათქვამი აგერ თუ გაიგო კაცმა დანარჩენებს რა დაგემართათ wink
0
№17
ავტორი: MEMPHIS 7
4 იანვარი 2017 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აი ლივერპულზე მოგვაგებია და ტოტენჰემა ან ფრე ან უნდა მოიგოს ისე კარგად მივდივართ 4ზე ბევრათ მეტი მინდა. თასით ხელში რუნი საიტერესო სანახავი იქნება ამდენი ხნის მერეე:)
0
№18
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი მოუ ლუზერები გამისაწცენზურა და მერე მიაყოლი 5 გამარჯვება ძმობაში რაა გთხოვთთთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top