თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2180,
კომენტარები: 11
ერერა: "გუნდმა თავისი დნმ იპოვა"
ანდერ ერერა თანაგუნდელების თამაშით კმაყოფილია.
ერერა:
ანდერ ერერას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო დროინდელი თამაში გუნდს ნამდვილ სახესა და დნმ-ს უბრუნებს.

ესპანელი ნახევარმცველი წამყვან როლს თამაშობს "იუნაიტედის" უახლოეს წარმატებებში და მისი სიმამაცის დამსახურებაცაა, რომ გუნდმა ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში.

"კარგად ვთამაშობთ და მატჩების უმრავლესობას ვაკონტროლებთ. როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" უყურებ, უკვე სწრაფად აცნობიერებ ვინ არის დიდი გუნდი და ჩვენს სახეს, კლუბის დნმ-სა და ისტორიას ვიბრუნებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოწინააღმდეგეს ბევრ შანსს არ ვამქმნევინებთ და დიდი გუნდივით ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, უნდა გავუმჯობესდეთ და უფრო მომაკვდინებელი ვიყოთ, რადგან უფრო მეტ შანსს ვქმნით, ვიდრე გოლი გაგვაქვს, თუმცა ბედნიერები უნდა ვიყოთ და უფრო ოპტიმისტურად განვეწყოთ მომდევნო თვეებისა და წლისადმი, რადგან მგონია, რომ სწორად ვიქცევით და ვშრომობთ.

ვიცით, რაც სურს მწვრთნელს. ამ კლუბში მოსვლის შემდეგ ორი ტიტული მოვიგე, ინგლისის თასი და ქომუნითი შილდი, მაგრამ არ გავჩერდებით. ახლა ოთხ ტურნირზე ვასპარეზობთ და ყველგან ბრძოლას ვაპირებთ.

ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენს ისტორიას პატივი უნდა ვცეთ, ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამის პირობები გვაქვს, რამეთუ კარგი გუნდი გვყავს. ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ გუნდში თამაშით და იმედი მაქვს, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დიდხანს ვიქნები",
- განაცხადა ერერამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ერერ შენ მგელოოო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top