თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 16
ბილიჩმა წაგება მსაჯებს დააბრალა
ხორვატი მწვრთნელი მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა.
ბილიჩმა წაგება მსაჯებს დააბრალა
სლავენ ბილიჩმა ფილ ჯონსისა და სოფიან ფეგულის ეპიზოდი, რომლის შემდეგაც "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გააძევეს, თავისი შეგირდის სასარგებლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ფეგული მოედნის დატოვებას არ იმსახურებდა.

სოფიანი პირველად მოხვდა "ჩაქუჩების" სასტარტო შემადგენლობაში პრემიერ ლიგის მატჩში, მაგრამ მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, რის შემდეგაც იგი წითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.

"ვესტ ჰემი" კაცნაკლული იცავდა თავს "იუნაიტედის" წინააღმდეგ, მაგრამ ხუან მატასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით დამარცხდა.

ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებმა უმთავრესი გავლენა მოახდინა შეხვედრაზე და ჯარიმა არათუ "იუნაიტედის", არამედ "ვესტ ჰემის" სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო.

ბილიჩმა წაგება მსაჯებს დააბრალა


"წითელი ბარათი არ იყო. ორივე მათგანი შევიდა ორთაბრძოლაში. წესებს კი ფილ ჯონსი არღვევდა. ბურთზე დაასწრო, მაგრამ "მაკრატლით" წავიდა.

სოფიან ფეგულის ფეხი ჰაერში არ ჰქონდა აწეული და არც განზრახული ქმედება იყო. გადამწყვეტი ფაქტორი გახდა და ამან მოგვკლა. თამაში სრულიად სხვა პერსპექტივით განვითარდა და სავსებით უსამართლოდ.

ფილმა თავი მოაჩვენა, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ. იქნებ იმიტომ მოიქცა ასე, რომ ისიც სახიფათოდ წავიდა და თავი დაიძვრინა",
- განაცხადა ბილიჩმა.

"ვესტ ჰემი" კიდევ უფრო დაიჩაგრა, როცა შეხვედრაში ანგარიშის გახსნიდან რამდენიმე წუთში იბრაჰიმოვიჩმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

"მეორე გოლის დროს დიდი თამაშგარე იყო. როცა ფეხბურთელები დარბიან, მსაჯს დაფიქსირება უჭირს. მე პირველი ვიტყვი ამას. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დადიოდნენ. უნდა დაეფიქსირებინათ."

წყარო: goal.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2017 15:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ორივე მხირდან არის ხოლმე შეცდომები რაც მაგრად ტეხავს. მსაჯობა უფრო და უფრო ცენზურავდება
0
№12
ავტორი: Malboro463
3 იანვარი 2017 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: mufc1878
შენ მგონი სხვა ტელევიზორი გაქ ვაფშე

ჩემიცისევე აჩვენებ სროგორც თქვენი. რაც არ მოგწონს იმას ვერ ხედავ ალბათ შენ ან არ გინახავსბ
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
3 იანვარი 2017 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Malboro463
ციტატა: mufc1878
შენ მგონი სხვა ტელევიზორი გაქ ვაფშე

ჩემიცისევე აჩვენებ სროგორც თქვენი. რაც არ მოგწონს იმას ვერ ხედავ ალბათ შენ ან არ გინახავსბ

შენ ვინცხახარ მოგზავნილი ხარ დავაი მოძუძგე აქიდან იმის გირსიც არ ხარ ამ საიტზე შემოხვიდე
0
№14
ავტორი: Phil Jones
3 იანვარი 2017 21:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რუსმა კომენტატორმა იწინასწარმეტყველა რომ ბილიჩIი ამას იტყოდა, იმიტომ რომ თვითონაც ასეთებს აკეთებდა და ჰგონია რომ ასე უნდა თამაში, რაც შეეხება მომენტს საერთOდ არ იყო შეცდომა მსაჯის, ძაან ჩვეულებრივად მოიქცა და ნუ ამბობთ ერთხელ ჩვენს სასარგებლოდაც შეცდაო, შეცდა გოლზე, მაგრამ თამაშI მაინც მოგებული იყო, ასევე შეცდნენ მხითარიანის მაკრატელაზე მაგრამ მანდაც 2-0 იყო და ჩვენს საწინააღმდეგო შეცდომებმა თამაშები წაგვაგებინა...
0
№15
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2017 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გამეორებაზე ჩანს რომ არ იყო წითელი, მაგრამ სანამ გამეორება იქნებოდა მეგონა ჯონსი დავკარგეთ ერთი 3 თვითთქო ისეთი შეჯახება იყო, არ გამიკვირდა რო წითელი მისცა, თუმცა მაქსიმუმ ყვითელი უნდა მიეცა გამეორებიდან როგორც გამოჩნდა
0
№16
ავტორი: Malboro463
4 იანვარი 2017 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: giorgisamnidze99
შენ ვინცხახარ მოგზავნილი ხარ დავაი მოძუძგე აქიდან იმის გირსიც არ ხარ ამ საიტზე შემოხვიდე

შენი ვინცხა არავარ მე. დაბადებული არ იყავიამ საიტით რომ ვსარგებლობდი. უცხოსთან საუბარი ისწავლე თორე მოძუძგვას გაჩვენებ მიგამტვრევ კისერს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top