თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2291,
კომენტარები: 16
მატა და რეშფორდი მატჩის შემდგომ
"ვესტ ჰემთან" მატჩში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების კომენტარი.
მატა და რეშფორდი მატჩის შემდგომ
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ხუან მატა და მარკუს რეშფორდი მოხარულები არიან, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2017 წლის სტარტზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს.

აკადემიის აღზრდილმა რეშფორდმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედების შემდეგ მატას საგოლე გადაცემა მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი დაძაბულ მატჩში ანგარიში გახსნა. მართალია, იბრაჰიმოვიჩმა მოგვიანებით მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ უდავოა, რომ პირველ გოლს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ერთ-ერთ იმ რთულ მატჩს ჰგავდა, როცა შანსებს ქმნი, მაგრამ გოლებს ვერ იტან. საბედნიეროდ, მე შევძელი მარკუსის პასის დაგვირგვინება და მერე მეორე გოლიც დავუმატეთ, რის გამოც ბედნიერები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ", - განაცხადა მატამ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მწვრთნელისგან სპეციალური ინსტრუქციები მიიღო, როცა მოედანზე შედიოდა: "მწვრთნელმა მითხრა, რომ ფლანგზე დავრჩენილიყავი და მაქსიმუმი გამეკეთებინა მცველებისთვის პრობლემების შესაქმენლად. როგორც კი თავი ავწიე, საჯარიმოს კიდესთან თავისუფლად მდგარი ხუანი დავინახე და საბედნიეროდ მან ძალიან კარგად შეასრულა."

ორშაბათს მოპოვებული გამარჯვება უკვე ზედიზედ მეშვიდეა ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში და პრემიერ ლიგის ოთხეულს გუნდი მინიმუმ დღევანდელ მატჩებამდე ერთი ქულით ჩამორჩება.

"ცხრილის სათავეში ყველაფერი ვიწროდაა. მეორე და მეექვსე ადგილს შორის დიდი განსხვავება არაა. თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რომ მხოლოდ მატჩების მოგება უნდა განვაგრძოთ, რათა ჩვენ წინ მყოფ გუნდებზე ზეწოლა მოვახდინოთ", - დაასრულა ინგლისელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
3 იანვარი 2017 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: MEMPHIS 7
3 იანვარი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ორივე ძალიან კლასნია მაგრამ რეშფორდი ფლანგზე მეცოდებაა 9იანზე მაგარი იქნებაა იბრას წასვლის მერე უნდა მიეცეს შანსი
0
№13
ავტორი: JuanMata
3 იანვარი 2017 14:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: RojoDiablo
ეგ თუ იყო ჩანაფიქრი, მაშინ გასაგებია. ლინგარდს მხოლოდ დამღლელის ფუნქცია ჰქონია, ესე იგი.


ჰო, მასე გამოვიდა, ლინგარდს და მიკის დააღლევინა ხალხი და რეშფორდი-მატა შემოუშვა, ჯერ რომ რეშფორდს ეთამაშა და მერე ლინგარდი შემოეყვანა, მეეჭვება იგივე ეფექტი ჰქონოდა
0
№14
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2017 15:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა თამაშზე მარსიალმა იფრინა, გუშინ რეშფორდმა დაგლიჯა. ძაან მიხრია ორივეს კარგი თამაში
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
3 იანვარი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლივერპული მოტკანით ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
0
№16
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2017 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლივერპულამდე ორი თამაშ გვაქვს ისეთი რო უნდა ივარჯიშონ ხოდა მოწყურებულზე იმედი მაქ გადავიღუნავთ მუხლზე მაგ ლუზრებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top