თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2016, 22:01
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3243,
კომენტარები: 11
მოურინიო იანვრის გეგმების შესახებ
მოურინიო მხოლოდ ერთი მოთამაშის გაშვებას გეგმავს
მოურინიო იანვრის გეგმების შესახებ
ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლუბს იჯარით დატოვებს, სემ ჯონსტონი იქნება.
23 წლის მეკარეს, რომელმაც 2011 წელს ინგლისის ახალგაზრდული თასი მოიგო, ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია მატჩი პირველი გუნდის შემადგენლობაში.

ჯონსტონი აქამდე 6 სხვადასხვა კლუბში იყო განათხოვრებული, რომელთაგან უკანასკნელი "პრესტონ ნორტ ენდია." 2015/16 წლების სეზონში სემმა პრესტონელებთან ერთად პირველი ლიგიდან ჩემპიონშიპის საგზური მოიპოვა.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ თავის სამომავლო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა: "სემი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც იჯარით გადასვლის უფლებას მივცემ, რადგან მას ერთი წუთიც არ უთამაშია. თამაში კი სჭირდება.
ჯოელ პერეირას სახით ახალგაზრდა მეკარე გვყავს, რომელმაც პორტუგალიის პრემიერ ლიგაში 6 თვე ითამაშა. განვითარებისთვის საჭიროა, რომ ახლა სემმა ითამაშოს ექვსი თვე - და ეს ერთადერთი იჯარაა, რომელსაც ვგეგმავთ".


შეკითხვაზე პასუხის გაცემისას პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "იუნაიტედი" მხოლოდ გაყიდის ფეხბურთელს, თუკი შესაბამისი შეთავაზება ექნება.

"ფეხბურთელთა გაყიდვა არ მინდა. კლუბი, ხელმძღვანელობა, ყველა გვერდში მიდგას - არც მათ უნდათ მოთამაშეთა გაყიდვა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, თუკი ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ აქვს და წასვლა უნდა - მათი შეჩერების უფლება არ გვაქვს - თუკი შესაბამისი პირობებია. ჯერჯერობით კი ისეთი წინადადება არ მიგვიღია, რომელსაც დავეთანხმებით." - აცხადებს მოურინიო.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
31 დეკემბერი 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საბოლოოდ მაინც გასაშვებია ფელა, შნეიდერლინი და დარმიანი მაგრად მინდა რო ეს სამი ფეხბურთელი მანჩესტერში არ იყოს რაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top