სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის გადაწყვეტილება.
სომხეთის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულის გამოცხადებამ შეკითხვები გააჩინა, რადგანაც მასში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, ჰენრიხ მხითარიანი ვერ მოხვდა.
საუკეთესო ათეული სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ იქნა შედგენილი და მასში დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი არტურ ალექსანიანმა, რომელიც ბერძნულ-რომანულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
თუმცა, მხითარიანის არყოფნა ამ სიაში ძალზედ გასაკვირია, მითუმეტეს, რომ იგი სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სომხეთის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტის, რუბენ ჰაირაპეტიანის განცხადება:
"ვერ უარვყოფთ მხითარიანის მიღწევებს ამ სპორტში და ყველამ იცის, იმათაც კი, ვინც წლის საუკეთესო ათლეტების არჩევისას მას მხარი არ დაუჭირა.
ჟურნალისტთა უმრავლესობა თავის ყოველდღიურ საქმიანობას ჰენრიხ მხითარიანზე საუბრით იწყებს და ასრულებს".სომხეთის 2016 წლის 10 საუკეთესო ათლეტი1. არტურ ალექსანინია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
2. მიჰრან ჰარუთინიანი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
3. სიმონ მარტიროსიანი, ძალოსნობა
4. გორ მინასიანი, ძალოსნობა
5. ნაზიქ ავდალიანი, ძალოსნობა
6. ჰარუთინ მერდინიანი, გიმნასტიკა
7. ანდრანიკ კარაპეტიანი, ძალოსნობა
8. ჰრიპსიმ ხუშუდიანი, ძალოსნობა.
9. ვარშამ ბორანიანი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
10. არტურ დავთიანი, გიმნასტიკა
წყარო:
the guardian