28-12-2016, 16:00
ნანახია: 2217,
კომენტარები: 16
ინგლისური გრანდები "ლევერკუზენის" ვინგერით დაინტერესდნენ
პრემიერ ლიგის გუნდებმა ფეხბურთელზე დასაკვირვებლად სკაუტები გერმანიაში გაგზავნეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ევერტონი" ერთმანეთს ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელის, იულიან ბრანდტის შეძენაში შეეცილებიან.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს შთამბეჭდავად ატარებს და მისი მოქმედებები ფლანგზე პრემიერ ლიგის მკვიდრთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
"ბაიერისა" და "კიოლნის" შეხვედრას, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, რამდენიმე სკაუტი ესწრებოდა, რათა 20 წლის ფეხბურთელისთვის თვალი ედევნებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბრანდტი ჯერ სულ ახალგაზრდაა, მან უკვე ჩაატარა ოთხი მატჩი გერმანიის ნაკრებში.
აღნიშნულ მატჩს ლონდონის "ჩელსის" სკაუტებიც დაესწრნენ, მაგრამ მათი სამიზნე ჰაკან ჩალჰანოღლუ, ბრანდტის თანაგუნდელი იყო.
წყარო:
dailystar
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.