თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2016, 02:07
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2311,
კომენტარები: 12
მოურინიო: "პოგბა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია"
ჟოზე მოურინიომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ SFR Sport_თან ინტერვიუში პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა რომ იგი ფრანგ ნახევარმცველს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს.

"უკვე დროა რომ ხალხმა "ოქროს ბურთს" სხვა თვალით შეხედოს. ამჟამად შეუძლებელია "ოქროს ბურთის" მოგება, თუ შენ არ იქნები გოლეადორი. ადრე ეს ასე არ იყო, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ფაბიო კანავარო ან თუნდაც ლუიშ ფიგუ, ისინი არც ერთი არ იყვნენ ფორვარდები, თუმცა მათ მოიგეს "ოქროს ბურთი" მათ ეს დაიმსახურეს.

პოლსაც შეუძლია იგივე გაიმეოროს, მას შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. მართალია ის არ არის ფორვარდი, მაგრამ ის იტანს გოლებს და კიდევ უფრო მეტს გაიტანს. მას ყველაფერი აქვს იმისვის რომ ეს მიღწევა მიიღოს, მას ჰყავს მშვენიერი აგენტი მინო რაიოლას სახით და ამასთან ერთად იგი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, იგი ჯერ კიდევ პროგრესირებს. ჩემი აზრით ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია.

პრემიერ ლიგა ძალიან რთულია, მითუმეტეს რთულია როცა აქ იტალიიდან მოდიხარ სათამაშოთ. მაგრამ პოლ პოგბასთვის ამას დაბრკოლება არ შეუქმნია. მისი პროგრესირება გრძელდება.“
- საუბრობდა ჟოზე.

ფრანგმა ნახევარმცველმა ამ სეზონში "იუნაიტედის" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: GOAL.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
28 დეკემბერი 2016 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოლი არამარტო ძლიერი ფეხბურთელია არამედ მომავალია მანჩესტერის და წარმატების საწინდარი, თუ გრიზმანი დაგვემატება რაც დიდი შანსია რადგან კარგი მეგობრები არიან, ამ გუნდის გამჩერებელი 1-2 გუნდი თუ დარჩება, აბა წარმოიდგინეთ მიკი, მარსიალი, პოგბა, ზლატანი და გრიზმანი შეტევაში
0
№12
ავტორი: Phil Jones
28 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წელს ზუსტად ისე თამაშობს რგრც ველოდი, აი მომავალი წლიდან ველოდები იმას რაც 3 თუ 4 წლის წინ იაია ტურემ გააკეთა, ოღონდ ეს ერთი სეზონი კიარა წლები გაგრძელდება!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top