თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2631,
კომენტარები: 11
ჟოზე: "მხოლოდ ქალაქი რომ მაინტერესებდეს, ლოს-ანჯელესში ვიცხოვრებდი"
ჟოზე მოურინიოს მორიგი ორიგინალური პასუხი ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვაზე.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიომ უმალ გააქარწყლა გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს მანჩესტერში ბედნიერი არ იყოს და აღნიშნა, რომ კარგ ქალაქში ცხოვრება რომ სურდეს, ლოს-ანჯელესში იმუშავებდა.

53 წლის სპეციალისტმა United We Stand-თან ინტერვიუში ცხადყო, რომ არანაირ დისკომფორტს არ განიცდის სასტუმრო "ლოურიში" ცხოვრებით და "ოლდ ტრაფორდზე" თავისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სიამოვნებით დარჩებოდა.

პორტუგალიელმა ისიც აღნიშნა, რომ კვირაში ერთხელ ლონდონში ჩადის, რათა თავის სამუშაოს ოჯახის წევრებთან ყოფნა შეუთავსოს.

"ქალაქებში იმითვის არ დავდივარ, რომ სიამოვნება მივიღო, მხოლოდ სამუშაოდ ჩავდივარ. სიამოვნება რომ მინდოდეს, ლონ-ანჯელესში წავიდოდი და ყოველდღე სანაპიროზე ვიქნებოდი. აქ იმისთვის ვარ, რომ დილის 8 საათზე სავარჯიშო მოედანზე გავიდე და ჩვეულებრივ საღამოს 6 საათზე წამოვიდე.

ხალხისთვის იმის ჩაგონება, რომ აქ ბედნიერი არ ვარ, ლონდონში კი ვიყავი... ეს სისულელეა.

ჩემი ოჯახი ლონდონშია, რადგან ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში სწავლობს. ჩემი ვაჟი "ფულჰემში" თამაშობს. ვერ ვაიძულებ ჩემთან ერთად ყოფნას, მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ და ისეთ ასაკში არიან, როცა ფრენა უნდათ.

კვირაში ერთი დღე - როცა შემიძლია, ახლა კი მთელი ამ მატჩების გამო მიჭირს - ლონდონში ჩემს ოჯახთან ერთად სადილზე ჩავდივარ".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2016 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Tipi imena momartulia samushaod ra qalaqi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top