თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2016, 09:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2642,
კომენტარები: 15
მიკი: "ეს ჩემი საუკეთესო გოლია"
ჰენრიხ მხითარიანი "სანდერლენდთან" გატანილი გოლის შესახებ.
მიკი:
ჰენრიხ მხითარიანმა "სანდერლენდის" კარში გატანილ გოლს თავის კარიერაში საუკეთესო უწოდა.

სომეხმა ნახევარმცველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემით ისარგებლა და სტრეტფორდ ენდის წინ სტუმართა მეკარე ჯორდან პიკფორდს შანსი არ დაუტოვა ბურთის მოგერიებისა.

"ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე გამიტანია. ძალიან აღელვებული ვიყავი. პირველად მსაჯის ასისტენტს შევხედე და დავინახე რა, თამაშგარე არ დააფიქსირა, აღნიშვნა დავიწყე.

ველოდი, რომ ბურთს ჩემ წინა ჩააწოდებდა, მერე კი გავაცნობიერე, რომ მე ვიყავი ბურთის წინ. და რადგანაც ბურთი ჩემს უკან იყო, ისღა დამრჩენოდა ქუსლით გამეტანა, ასეც მოვიქეცი და გამომივიდა",
-განაცხადა მხითარიანმა.

61-ე წუთზე ჯესი ლინგარდის შეცვლის შედეგად მხითარიანმა პირველი მატჩი ჩაატარა ბოლო სამიდან. ჰენრიხი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელია და გუნდს პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებაშიც დაეხმარება.

"ტრავმიდან არაფერი შემრჩა, ასე რომ, ბედნიერი ვარ დაბრუნებით და გუნდის დახმარებით. მომდევნო მატჩში მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდები. ძალიან კარგია, რომ ფორმაში ვართ და ასე ვაგრძელებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: datonuc
27 დეკემბერი 2016 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
ქართველი ფეხბურთელი როდის ეღირსება ანლოგიურს derpwhy
1
№12
ავტორი: giorgi_mg
27 დეკემბერი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: RojoDiablo
ისე, ბოლო წუთზე შეტევაში რომ წავიდა და წააქციეს, წითელ ბარათს ითხოვდა და მანდ მაინც გამოავლინა თავისი სომეხობა wink თამაში მოგებული გვქონდა და ჩვენთვის რაღა აზრი ექნებოდა გააძევებდნენ თუ არა სანდერლენდის ფეხბურთელს

wink გასაძევებელი იყო, არადა რო არ წაექცი ასწრებდა და შეუგდებდა კიდევაც ბაირამ დუდუკში, ხოდა მაგაზე გამწარდა ეტყობა wink
2
№13
ავტორი: Vikings
27 დეკემბერი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
მონდომებულია ჩვენი მიკი...მონდომება კი ყოველთვის აღწევს წარმატებას ;)
2
№14
ავტორი: Phil Jones
27 დეკემბერი 2016 13:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ისე, ბოლო წუთზე შეტევაში რომ წავიდა და წააქციეს, წითელ ბარათს ითხოვდა და მანდ მაინც გამოავლინა თავისი სომეხობა wink თამაში მოგებული გვქონდა და ჩვენთვის რაღა აზრი ექნებოდა გააძევებდნენ თუ არა სანდერლენდის ფეხბურთელს

ბაზარი არაა))))) მაგრამ იმ როჟაზე დავიგრუზე რო წააქცია სად 3-1 და სად 4-1 და ამიტომ გასაგდები იყო ))

ციტატა: ikeoni
Sheni kiara sezonis sauketeso golia mikii ❤️

თამაშგარე რო იყო მაგან შეიძლება შეუშალოს ხელი :(
0
№15
ავტორი: LASHQARA
27 დეკემბერი 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ერთი ჩვენც შეგვარჩინა რაღაცა მსაჯმა მთელი წელია პენლებს არ გვიდებს 100% ინას და აქეთ მაგრად გვსჯიან პირიქით და ეს ე რთი შეგვრჩა წელს რასაც უყურეფ თამაშს.. ისეთი გოლი გაიტანა გაუტყდა მსაჯს მაგის არ ჩათვლა love am
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top