თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 12
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩის წამოსვლის შემდეგ ლიგა 1-ის ყურება ღირს"
ჟოზე მოურინიო საფრანგეთის ჩემპიონატს იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ თვალს ადევნებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "პარი სენ-ჟერმენიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის ყურებას აზრი მიეცა.

35 წლის შვედმა პსჟ-ს დატოვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, საფრანგეთში კი თავისი ოთხწლიანი ტიტულების პერიოდი დაასრულა.

თავდამსხმელი ოთხივე სეზონში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ამასთანავე კი საფრანგეთის თასი მოიგო ორჯერ და ლიგის თასი სამჯერ.

გასულ სეზონში მან ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, მისი წასვლის შემდეგ კი უნაი ემერის გუნდს ლიდერობის მოპოვება უჭირს.

თუმცა, მოურინიო მოვლენათა ასეთი განვითარებით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ ლიგა 1 ახლა უფრო მეტად საინტერესო ჩემპიონატი გახდა.

"ფრანგი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს, რომ ის წამოვიდა, რადგან ახლა უკვე ჩემპიონატი აქვთ. მასთან ერთად კი ჩემპიონატი არ იყო. სულ პარიზი, პარიზი, პარიზი. ჩემპიონატი, თასი, ლიგის თასი, სუპერ თასი. ყველაფერი. ახლა კი ჩემპიონატი გაქვთ.

თანაც ისეთი ჩემპიონატი, რომელსაც ვუყურებ. დამაინტერესა. "ნიცა", ბალოტელი, "მონაკო", ჩემი მეგობარი ლეონარდო და პარიზი. უკვე ვუყურებ ლიგა 1-ს, ამიტომაც იბრაჰიმოვიჩს მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ წამოვიდა",
- აცხადებს "იუნაიტედის" მწვრთნელი.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 დეკემბერი 2016 21:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Ra ena aq mokled :D
0
№12
ავტორი: თემური
26 დეკემბერი 2016 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
derpthumb >:) >:) >:)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top