თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 10:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3664,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"სანდერლენდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-18 ტური
თარიღი: ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მხითარიანი
განაცხადი:De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Bailly, Darmian, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic.

ერიკ ბაიიმ მუხლის ტრავმა მოირჩინა. შემადგენლობას უბრუნდება ჰენრიხ მხითარიანიც, რომელმაც პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ლუკ შოუ, ჟოზე მოურინიოს თქმით, ჯერჯერობით მზად არ არის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"

ტრავმირებულები: მაკნეირ უოთმორი, კირხგჰოფი, კატერმოლი, როდუელი, გუჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პიენაარი, მანკილიო, ბ. ჯონსი
მიუწვდომელი იანუზაი (იჯარა "იუნაიტედიდან")
განაცხადი: Pickford, Mannone, Jones, Manquillo, Van Aanholt, Love, Kone, O'Shea, Djilobodji, Denayer, Ndong, Pienaar, Larsson, Borini, Khazri, Honeyman, E Robson, Defoe, Anichebe, Asoro.

"სანდერლენდს" ვერ დაეხმარება ადნან იანუზაი, რომელიც საიჯარო შეთანხმების თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. პიენაარი, მანკილიო და ჯონსი ვარჯიშებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მათი მდგომარეობის შეფასება სამწვრთნელო შტაბს მოუწევს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-17 ადგილი, 30 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-ფ-მ-მ-მ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო სამი, ყველა ტურნირზე კი ბოლო 4 მატჩი მოიგო.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოქსინგ დეიზე 18 შეხვედრა მოიგეს - ამ დღეს სხვა არცერთ გუნდს არ მოუგია 12 მატჩზე მეტი.

26 დეკემბერს მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ და ორივეჯერ გასვლაზე - 2002 წელს "მიდლსბროსთან" და 22015 წელს "სტოკ სიტისთან".

პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა "იუნაიტედი" შობას ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერთა ხუთეულში მყოფი ვერ ხვდება.

პირველად ეს 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის მწვრთნელობისას მოხდა, როცა სეზონის ამავე ნაწილში "იუნაიტედს" ორი ქულით ნაკლები ჰქონდა დაგროვილი და 2 ადგილით დაბლა იმყოფებოდა, ვიდრე მიმდინარე სეზონში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


მე-18 ადგილი, 14 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: წ-მ-წ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე "შავმა კატებმა" 4 მატჩი მოიგეს - მხოლოდ "ჩელსის" აქვს უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი (7 მატჩი).

თუმცა, "სანდერლენდმა" მხოლოდ 4 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის გასვლით მატჩებში. მხოლოდ "ბარნლის" აქვს უარესი შედეგი - 2 გოლი.

დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების 50% მოიგო, ეს მეტია, ვიდრე მოურინიოს ამჟამინდელი მაჩვენებელი (47%), თუმცა პორტუგალიელი საშუალოდ უფრო მეტ ქულას აგროვებს ერთ მატჩში.

მოიესს მოურინიოს წინააღმდეგ ყველა ტურნირზე გამართული 10 მატჩიდან არცერთი მოუგია - 4 ფრე, 6 წწაგება.

"სანდერლენდს" 2 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგაში 600-გოლიან ნიშნულს მიაღწიოს.

დევიდ მოიესი პირველად ბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე" მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილში "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 16 გოლი (11 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

თუ მოედანზე რუნი გავა, პრემიერ ლიგაში თავის 450-ე მატჩს ჩაატარებს.

2014/15 წლების სეზონის დასაწყისიდან პრემიერ ლიგაში ჩატარებული 44 მატჩის 64% "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, როცა მაიკლ კერიკი სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, მის გარეშე კი გუნდმა 49 მატჩი ჩაატარა და მათი 39% მოიგო.

2004/05 წლების სეზონში "იუვენტუსში" გადასვლიდან დღემდე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დეკემბერში 40 გოლი გაიტანა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია კალენდარულ თვეში.

2016 წელს იბრაჰიმოვიჩმა 49 გოლი გაიტანა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში. მას მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება ახალ წლამდე, რათა თავისი რეკორდი გაიმეოროს (50 გოლი 2012 წელს).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


წამყვანი ბომბარდირები: დეფო - 8 გოლი (8 ლიგაში).

ჯერმეინ დეფომ ბოქსინგ დეიზე პრემიერ ლიგაში 6 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე მოქმედი ფეხბურთელებიდან რომელიმემ. უკეთესი შედეგი მხოლოდ პრემიერ ლიგის რეკორდსმენ რობი ფაულერს აქვს (9 გოლი).

თუმცა, დეფომ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში, როცა 2001 წელს "ვესტ ჰემმა" 0-1 იმარჯვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 143-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 64 შეხვედრაში იზეიმა, "სანდერლენდმა" 42-ში, ხოლო 37 მატჩი ფრედ დასრულდა.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში ორივე გუნდმა 3-3 გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

"სანდერლენდმა" 3-ჯერ დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 30 მატჩში: 3 მოგება, 6 ფრე, 21 წაგება.

1951 წლის შემდეგ "სანდერლენდს" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატის მასშტაბით ზედიზედ რამდენიმე მატჩში არასდროს დაუმარცხებია.

ბოქსინგ დეის ბოლო 10 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" მესაჯერ უპირისპირდება "სანდერლენდს". წინა ორი შეხვედრა "შავმა კატებმა" წააგეს - 0-4 2007 წელს და 0-2 2010 წელს.

"სანდერლენდის" უკანასკნელი გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წლით თარიღდება. ეს გამარჯვება "შავი კატებისთვის" ერთადერთია "ოცნების თეატრზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 24 მატჩში: 1 მოგება, 7 ფრე, 16 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 58 მოგება, "სანდერლენდი" - 39 მოგება, ფრე - 29.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 19 მოგება, "სანდერლენდი" - 3 მოგება, ფრე - 6.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 36 მოგება, "სანდერლენდი" - 12 მოგება, ფრე - 14.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "სანდერლენდი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "სანდერლენდი"


თარიღი: 26 სექტემბერი, 2015 წელი.
სწრებადობა: 75,344
მსაჯი: მაიკ ჯონსი
გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: დეპაი 45+4, რუნი 46, მატა 90

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში იმსაჯა, 72 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ადამ ნანი
სათადარიგო მსაჯი: ლი მეისონი
მატჩის წინ
17 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
25 დეკემბერი 2016 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ გადავხერხავთ მოიესიანათ სანდერლენდს MU 3 - 0 SAN

გოლები იბრა რუნი დეპაი ხვალ იქნება განაცხედში მემფისი უეჭველი
0
№12
ავტორი: gache1991
26 დეკემბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: temo-scholes
ვნახოთ აბა რა იქნება... დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, ბლინდი, ერერა, პოგბა, რუნი, მატა, მარსიალი, იბრა... წყობა: 4-2-3-1

ზამენიდან კი მემფისი, რეშფორდი და ლინგარდი კაი იქნება... ისე კი კერიკი და შვაინა თადარიგშია... love

კერიკის ზამენაში ვერაფრით დაგეთანხმები:)) ჩემი წინა კომენტარი საკმარისი მიზეზია :))
0
№13
ავტორი: temo-scholes
26 დეკემბერი 2016 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: gache1991
ციტატა: temo-scholes
ვნახოთ აბა რა იქნება... დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, ბლინდი, ერერა, პოგბა, რუნი, მატა, მარსიალი, იბრა... წყობა: 4-2-3-1

ზამენიდან კი მემფისი, რეშფორდი და ლინგარდი კაი იქნება... ისე კი კერიკი და შვაინა თადარიგშია... love

კერიკის ზამენაში ვერაფრით დაგეთანხმები:)) ჩემი წინა კომენტარი საკმარისი მიზეზია :))

vici dzma vnaxe sheni komentari da ratqmainda maikli umagresia tavisi statistikac metyvelebs am yvelaferze..., ubralod mizezi ereras dayenebis isaa ro matastan ertad kargad awyobs anderi... tan maiklic daisvenebs da shemdeg tamashebshic gamogvadgeba... boxing day...;)
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2016 02:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Haerivit chirdeba gunds mogeba
0
№15
ავტორი: mufc1878
26 დეკემბერი 2016 04:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: gache1991
კერიკი რა კაცია :)) რა სტატისტიკა აქ ტიპს:)) ამ სეზონში 13 ტამაში აქ 11 მოგება და 2 ფრე :))ვაფშე არ მოვაცილებდი სასტავს :)) მე არ მგონია გაგვიჭირდეს,სახლში ბევრ მომენტს ვქმნით,ამათარც დაცვა ყავთ არც ნახევარდაცვა,პიკფორდი კაი ბავშვია კაი მეკარეა მარა გამოუცდელია და არამგონია ძაან გაიგიჟოს თავი..ერტადერთი კაცი ვისაც უნდა ვერიდოთ აან ჰოლტია :D:D:D ტიპს მარცხენა მცველი ქვია თამაშში 5 მომენტი აქ :)))


9 კაცი არყავთ.ეგრე წერია ფლეშზე.და რომც ყავდეს მაინც გადავუვლით

ავტორს ვეტყვი რომ მიკი არიქნება რადგან ფლეშზე ტრავმირებულებში წერია დაჟე ? ნიშანიც არუწერია რადგან ეი არიქნება

მაგრამ შეიძლება იყოს ვნახოთ და ითამაშოს მიკიმ

ამაზე რასიტყვით სასტავ.ამას ყლის მეტი არავინ იტყოდა. lol


ლინკი ნახეთ


http://goal.ge/news/56986-minda-rom-siti-manchester-iunaitedze-didi-gundi-gavxad
o.html
0
№16
ავტორი: shotkin
26 დეკემბერი 2016 14:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: abrama
არ მჯერავს ამას რომ ვწერ, მაგრამ ვფიქრობ როხო ძორითადში უნდა იყოს. და მიკიც (თუ შეუძლია თამაში)

მჯერავს არა ბრატ მჯერა
0
№17
ავტორი: gache1991
26 დეკემბერი 2016 16:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
2:0 ანგარიში.უნდა მივაბათ უგოლო თამაში,არც ისე ბრწყინავენ შეტევაში და ასვლაზე მითუმეტეს დეფო ანიჩებემ რამე მოახერხონ მეეჭვება..ჩემი პროგნოზი არა :)) (მერსონი არა ჭიჭვეიშვილი

დიდი იმედი მაქ ბორნმუთი სასწაულს მოახერხებს და დრეს კანტეს და კოშტას გარეშე დარჩენილ ჩელსის ნიჩიას ეთამაშება:))არც არსენალის წაბუქსავება გვაწყენდა :)))ტოტენჰემიც რა თქმა უნდა :)) სიტი ლივერპულზე ხო ლაპარაკი ზედმეტია :)) ვნახოთ აბა ის ორი ტური არსენალი იყო ეხლა ვინ აუბავს მხარს :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top