თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2292,
კომენტარები: 12
მოურინიო: "განრიგი პრობლემებს ქმნის"
ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგის მატჩების განრიგზე კომენტარს აკეთებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგის ლიდერ "ჩელსის" შობისა და ახალი წლის პერიოდში ხელსაყრელი დრო აქვს.

სატელევიზიო განრიგი საფესტივალო პერიოდში ზოგიერთ გუნდს უფრო მეტ დროს აძლევს დასვენებისთვის, "ჩელსი" კი ამით ყველაზე მეტად ისარგებლებს.

ანტონიო კონტეს გუნდი, რომელიც ექვსი ქულით აჭარბებს უახლოეს მდევარს, 3 მატჩს ჩაატარებს 10 დღეში, მატჩებს შორის კი ყველაზე მეტ დროს მიიღებს დასვენებისთვის.

ამან ჟოზე მოურინიოს უკმაყოფილება გამოიწვია, რომლის გუნდსაც გაცილებით ნაკლები დრო აქვს ფორმის აღსადგენად.

"იუნაიტედმა" რვა დღეში უნდა ჩაატაროს სამი მატჩი, რის შესახებაც მოურინიომ განაცხადა: "გადატვირთული პერიოდი ზოგიერთ კლუბს აქვს და არა ყველას. თუკი განრიგის ანალიზს მოახდენთ, მათთვის გადატვირთვა არ არის.

თითქოს ისეა განრიგი შედგენილი, რომ ზოგიერთი ისვენებს, ზოგს კი პრობლემები ექმნება. ჩვენ კი უკანასკნელთა რიგებში ვართ, რადგან ევროპა ლიგაზე ვთამაშობთ და ეს ტურნირი სირთულეებს ქმნის".


წყარო: mirror
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
24 დეკემბერი 2016 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ევროპა ლიგაზე იბრძოლებენ რათქმაუნდა მაგრამ ამის იმედად ვერ ვიქნებით და პრემიერლიგაში თუ ოთხეულში ვიქნებით ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მოგვცემს რამეთუ არ იქნება ევროპა ლიგა ერთადერთი გადარჩენის გზა
0
№12
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პრეტენზია მაქვს მე პირადად მეორე ადგილზე და ევროპა ლიგის თასზე, დანარჩენი თასები უნდა დაიკიოს და რობლემები არ უნდა შეიქმნას, ათამაშოს თასებზე მეორე ან თუ უნდა მესამე გუნდი ნპ

ციტატა: SANDROGRIGA
ჩელსის წელს ყველანაირად კარგად მიდის საქმეები

ეგრეა ზოგადად, საუკეთესოს უმართლებს, აქ უკეთესი განრიგი აქვთ და თამაშებშიც რამდენჯერმე გაუმართლათ სამწუხაროდ :((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top