თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" იბრაჰიმოვიჩს ახალ როლს შესთავაზებს
შვედი ფორვარდი მოურინიოსგან ახალ შეთავაზებას მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულების შემდეგ ახალი წინადადებით მიმართავს.

შვედმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ოლდ ტრაფორდზე", რომ მას ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში მიიწვევენ.

35 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და მან უკვე მოახერხა 16 გოლის გატანა ყველა ტურნირზე.

ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, "იუნაიტედს" შვედთან ურთიერთობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.

კარიერის დასრულების შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედი" მას ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობას და ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორობას შესთავაზებს.

იბრაჰიმოვიჩს თავადაც სურს სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება და ჟოზე მოურინიოსგან სწავლა კარგ პერსპექტივად ესახება.

კლუბთან დაკავშირებული წყარო აცხადებს: "ზლატანი ცალი თვალით მომავალში იხედება და დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება სურს.

"იუნაიტედი" ამას აცნობიერებს და მისი დახმარების სურვილს გამოთქვამს. იმდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს მის ირგლივ მყოფებზე, რომ სამწვრთნელო როლის ყველა ნაწილი კარგად მოერგება.


წყარო: dailystar
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: vanovano
24 დეკემბერი 2016 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ზლატანი მწრთვნელის ამპლუაში ვერ წარმომიდგენია
0
№12
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vnaxot eg ukve momavlis saqmea
0
№13
ავტორი: giorgi kandelakisvili
24 დეკემბერი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: უეინ რუნი
არამგონია ამან მწვრთნელად ივარგოს

ეს იმენა სულ მოკრივეებს მოყრის
0
№14
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან მიხარია იბრას ასეთი კარგი და პოზიტიური ამბები, მაგრამ რუნის ჩრდილში ყოფნა მაფიქრებს და ცოტა მეცოდება კიდეც. თუ დააკვირდით როგორც კი კარგი ლიდერი მოვიდა გუნდში შეიცვალა ყველაფერი, 3 წლის განმავლობაში სულ ვფიქრობდი და მეგობრებთანაც ვიძახდი რომ რუნი მანჩესტერში ლიდერად არ ვარგა, შეიძლება ევერტონში იყოს ან სხვა გუნდში მარა აქ ვერ, რადგან მანუს ლიდერი ყივეთვის ყველაზე გამორჩეული იყო ყველაფრით. ვერ გაქაჩა აშკარად და სამწუხაროდ. მიყვარს ვაფასებ რუნის მაგრამ ლიდერად არ ვარგა და ეხლა ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top