თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 12:36
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 15
სერ ალექსი "ტოტენჰემთან" მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა ისაუბრა კლუბის მდგომარეობაზე, "ტოტენჰემთან" მატჩის წინ....
სერ ალექსი
ჯონი ევანსი

სერ ალექსმა განაცხადა, რომ ჯონი ევანსი, არ მიიღებს, კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას. მცველმა ტრავმა "ვესთ ჰემთან" მიიღო, რის შემდეგაც მან ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება, "ტოტენჰემთან" მატჩისთვის: "ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. სამწუხაროდ, ჯონი ამ მატჩისთვის ვერ შემოგვიერთდება.ის ჯერ ბოლომდე მზად არაა. მე ახალი ფეხბურთელები დავაყენე "ვესთ ჰემთან" და ვფიქრობ თავი კარგად გაართვეს, ჩემს მიცემულ დავალებას." – ციტატირებს სერ ალექსი manutd.com–თან.

დარენ ფლეტჩერი

შოტლანდიელი იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა წყლულოვან კოლიტზე, რამაც აიძულა ის სეზონის ბოლომდე კარიერა გაეუქმებინა. სერ ალექსმა კი გამოხატა თავისი იმედი, რომ დარენი ივლისში დაბრუნდებოდა და თავიდან დაიწყებდა გუნდის ფეხბურთელებთან შეგუებას.
"ეს ოპერაცია მას საშულებას მისცემს განიკურნოს, დაავადებისგან. როდესაც დაბრუნდება სათამაშოდ, მოუწევს ყველაფრის გაკეთება რათა ფორმა აღიდგინოს. ეს ის დარენი აღარაა, რომელსაც სამი – ოთხი წლის წინ ვავარჯიშებდით. მან პოზიცია შეიცვალა და თავიც კარგად გაართვა ამ საქმეს და იმედია ეს მაშინაც მოხდება, როდესაც დაბრუნდება."

"ეს ოპერაცია აუცილებლად უნდა შემდგარიყო. ის მთელი ძალით ცდილობს ამ დაავადებასთან ბრძოლას, დიეტებით და სხვა პროცედურებით. ის ოპერაცია, რომელმაც მან გაიკეთა იმედს გვაძლევს, რომ დარენი ბოლომდე გამოჯანმრთელდება და კლუბს საღსალამათი დაუბრუნდება. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება დარენისთვის, მაგრამ შეეცდება რომ მალე გამოჯანმრთელდეს. მას ფანტასტიკური ხასიათი აქვს, ასევე შესანიშნავი ადამიანიცაა. ყველაფერს გააკეთებს, რომ დაბრუნდეს. ეს მისი ხასიათია."

მოწინააღმდეგე

"ვფიქრობ "ტოტენჰემი" ამ სეზონში კარგად გამოიყურება. მათ თამაშებს ამ სეზონში, საკმაოდ ბევრს ვუყურე. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვდებიან. ბოაში თავის ფილოსოფიას ნერგავს კლუბში. ყველა ვხედავთ, რომ მას ეს კარგად გამოსდის."
"იუნაიტედს" უკვე 11 მატჩია არ წაუგია "ტოტენჰემთან" გასვლაზე. სერ ალექსი, კი იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია ამ სეზონში არ შეწყდება: "ამ მინდორზე კარგი შედეგი გვაქვს, ბოლო მატჩებში. ეს მინდორი ტრადიციულად ინგლისურია, როგორც "ევერტონისა" და "ასტონ ვილასია". იქ კარგი ატმოსფეროა და მომწონს თამაში. მაგრამ მარტო ისტორიას ვერ დავეყრდნობით. გველის ძალიან მძიმე თამაში, მაგრამ ყველაფერი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ."

გარეტ ბეილი – რაიან გიგზი

სერ ალექსი ძალიან დიდ პატივს სცემს გარეტ ბეილს, მაგრამ არ ეთანხმება იმ ხალხთა აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ ის ყველაზე საუკეთესოა მთელს უელსში. არ ღირს იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ გიგზმა მის ასაკში მოიგო სამი საჩემპიონო ტიტული, ორი ინგლისის თასი და ორი ლიგის თასი: "გარეტი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რაიან გიგზს თუ გავიხსენებთ 23 წლის ასაკში ყველაფერს მიხვდებით. არ ვფიქრობ, რომ მასზე კარგი ვინმეა."

ახალი პენალტის შემსრულებელი

"მე არაფერი მაქვს სათქმელი. ამაზე გადაწყვეტილება, ჯერ არ მიმიღია. ცხადია, არ გვსურს პენალტის გატანის ხელიდან გაშვება. მაგრამ მე არ ვაპირებ ამის პრესასთან განხილვას."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2013 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
პენალტები რუნიუმ უნდა დარტყას რა
0
№12
ავტორი: ლადო
19 იანვარი 2013 14:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Middlesbro,
+1
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
19 იანვარი 2013 19:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კერიკს რომ დაარტყმევინონ კარგი იქნება
0
№14
ავტორი: buka oboladze
20 იანვარი 2013 02:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სიტიმ მოიგო ჩვენც უნდა მოვიგოთ უეჭველი am
0
№15
ავტორი: TrueRed
28 თებერვალი 2013 12:51
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
წელს ჩვენ ვიგებთ EPLს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top