თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2462,
კომენტარები: 14
მოურინიო: "თავს ცუდად ვგრძნობ, რომ მათ შანსი ვერ მივეცი"
ჟოზე მოურინიო ეშლი იანგისა და მემფის დეპაის მდგომარეობაზე სწუხს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მემფის დეპაისა და ეშლი იანგს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი არ მისცა და ამის გამო თავს ცუდად გრძნობს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დეპაიმ მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და იანვარში "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას აპირებს, მისით კი "ევერტონი" ინტერესდება.

31 წლის იანგი კი სათადარიგოთა სკამის რეგულარული წევრია და მის ანგარიშზე მხოლოდ რვა მატჩი ირიცხება მიმდინარე სეზონში.

მოურინიო აცნობიერებს, რომ ვინგერებისთვის ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარების საშუალება არ მიუცია, თუმცა ამის მიზეზი გუნდში არსებული კონკურენცია იყო.

"ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ყველას ვერ მივეცი თავის გამოჩენის შანსი.

ჩვენს გუნდში რამდენიმე პოზიციაა, სადაც უამრავი ფეხბურთელი გვყავს.

სიმართლე გითხრათ, ეშლი იანგსა და მემფის დეპაის რამდენიმე მატჩი ვერ ჩავატარებინე ზედიზედ, რათა თავიანთი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ.

ამიტომაც თავს ცოტათი ცუდად ვგრძნობ"
- აღიარა მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lady in red
22 დეკემბერი 2016 20:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მემფისის დარჩენას აზრი არ აქვს. რადგან არ ჩაატარებინა მატჩები ესე იგი, ვერც ვერაფერი დაინახა დეპაიში განსაკუთრებული. შარშან მეც მეგონა, რომ ამ სეზონში ათამაშდებოდა, მაგრამ თავად არ ინდომებს ასე მგონია და ჯობია იქ წავიდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება. ახალგაზრდაა, დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერ დაგვანახა რა შეუძლია. მის წასვლას თუ ვინანებთ, ვინანოთ. ამ ეტაპზე ყველა ხედავთ, რომ ამის დარჩენის საჭიროება არ არის გუნდში.
1
№12
ავტორი: RED_manchester
22 დეკემბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მემფისი მეცოდება ყველაზე მეტად, იმედია ევერტონში იჯარით წავა და რომ დაბრუნდება თავის ადგილს დაიმკვიდრებს გუნდში feel
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2016 20:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დეპაი არენდით წავა ალბათ
0
№14
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Cudia raa ese ro xdeba (((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top